საფრანგეთის ჰიმნზე გადაფურთხებისთვის ბენზემას ნაკრებიდან მოკვეთა ემუქრება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფრანგი ევროპარლამენტარი ნადინ მორანო გამოდის მოთხოვნით, საფრანგეთის ნაკრებიდან მოიკვეთოს ქარიმ ბენზემა.

ფეხბურთელს "რეალი"-"ბარსელონას" მატჩის დაწყების წინ, პარიზის ტერაქტების მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად შესრულებული "მარსელიეზას" დროს დუმილისა და ჰიმნის დასრულების შემდეგ გადაფურთხებისთვის კიცხავენ.

მორანო "რეალის" ფორვარდს ქვეყნისადმი უპატივცემულობაში ადანაშაულებს.

"ბენზემა საფრანგეთის ნაკრებიდან უნდა გაირიცხოს. ქარიმმა "მარსელიეზას" დასრულებისთანავე გადააფურთხა. ეს არა მხოლოდ დაღუპულთა და მათი ოჯახების, არამედ მთელი ერის შეურაცხყოფაა, - აქვეყნებს მორანოს ნათქვამს Le Figaro.

ევროპარლამენტარს ასევე არ მოეწონა ის, რომ ბენზემა ჰიმნის დროს დუმ
და.

შეგახსენებთ, რომ "რეალი"-"ბარსელონას" მატჩი 22 ნოემბერს გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს ქალბატონი ნაციონალისტური აზროვნებით გამოირჩევა მაგრამ ბენზემა საერთოდ არასდროს არ მღერის საფრანგეთის ჰიმნს და არამარტო ბენზემა არც ნასრი არ მღეროდა და საერთოდ წარმოშობით არაფრანგები უმრავლესობა არ მღერის
fanat-s
17:29 24-11-2015
0
მაგან2-3 წლის წინადაც ჰიმნი შეგნებულად არ იმღერა
Tamazi
17:29 24-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული