ლიგა 1. XXIII ტური: იბრა და პსჟ კიდევ უფრო გაიქცნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ლილს" ეგონა, რომ სებასტიან კორშიას გოლის წყალობით, "ველოდრომიდან" 3 ქულა მოჰქონდა, თანაც "მარსელი" მატჩს 10 კაცით ამთავრებდა, მაგრამ გუნდის ამომავალმა ვარსკვლავმა, შეცვლაზე შემოსულმა 20 წლი ანტუან რაბიიარმა მე-6 დამატებულ წუთზე შეაგდო და მიჩელს ქულა გადაურჩინა, ხოლო თავის კლუბს წაუგებელი სერია კიდევ უფრო გაუხანგრძლივა.

სამაგიეროდ, შეწყდა "მონაკოს" წაუგებელი სერია, მონეგასკები პირწმინდად დამარცხდნენ "ანჟერთან", რომელიც მესამე ადგილზე დაბრუნდა. ამაში ანჟერელებს მიმდინარე სეზონში მეორე გუნდი-სენსაცია "კაენი" დაეხმარა, რომელმაც საკუთარ კედლებში "ნიცა" მიიღო და იმსხვერპლა კიდეც.

ნიცელებსაც 5 ტური არ წაეგოთ და... სხვათა შორის,
"მონაკოს" რიგებში "კორინთიანსიდან" დამატებული ვაგნერ ლავის დებიუტი შედგა. 31 წლის ბრაზილიელმა 25 წუთი ითამაშა, მაგრამ თავისიანებს ამჯერად ვერაფრით შეეწია.

"ტრუას" ილუზიები "ნანტთან" საშინაო შეხვედრაში გაქრა, "იადონებმა" გიიომ ჟილეს გოლით იმარჯვეს და თასის მატჩების ჩათვლით, უკვე 11 შეხვედრა არ წაუგიათ.

კორსიკაზევე "ბასტიამ" ბრანდაოს გოლით მოუგო "ლიონს". ბოლოს "ბასტია" კაცნაკლულიც დარჩა, მაგრამ ლიონელებმა ვერაფერი გაახერხეს და ათეულიდანაც გავარდნენ.

"ბორდომ" კი "რენი" გამოიჭირა და გოლებით ამოავსო. აიშვა მალელმა შეიკ დიაბატემ, მან ამჯერად დუბლი მიითვალა.

ცენტრალურ შეხვედრაში კი "სენტ ეტიენმა" თავის "ჟოფრუა გიშარზა" ბევრი იწვალა და იომა, მაგრამ "პარი სენ-ჟერმენს" ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჰყავს - იბრაკადაბრამ ჯერ სერჟ ორიეს პასი შეირგო, ბოლოს კი ანხელ დი მარიასი, პარიზელებს "მწვანეებთან" მოაგებინა და 23 ტურის მერე ლორან ბლანის გუნდს უკვე 24-ქულიანი უპირატესობა აქვს მეტოქესთან. თავად ზლატანი კი 7 ბურთით წინ გაიქცა ბომბარდირთა დავაში.

XXIII ტური
მარსელი-ლილი 1:1
გოლები: 0:1 კორშია (57), 1:1 რაბიიარი (90+6)
გაძევება: ბარადა (83. მარსელი)

ანჟერი-მონაკო 3:0
გოლები: 1:0 ნ’დოი (19), 2:0 ნ’დოი (43), 3:0 იატარა (55)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - რაჯი, უოლასი, რ. კარვალიო, კოენტრაო (74. პაშალიჩი) - ფაბინიო, ბაკაიოკო - მოუტინიო (65. ვაგნერ ლავი), ელდერ კოშტა, ბერნარდო სილვა (80. შაიბი) - კარილიო

ტრუა-ნანტი 0:1
გოლი: 0:1 ჟილე (41)

ლორიანი-რეიმსი 2:0
გოლები: 1:0 ზ. ტურე (15), 2:0 ზ. ტურე (51)

გაზ. აიაჩო-მონპელიე 0:4
გოლები: 0:1 იატაბარე (14), 0:2 მარტენი (41-პენ.), 0:3 დაბო (52), 0:4 დაბო (57)

ბასტია-ლიონი 1:0
გოლი: 1:0 ბრანდაო (69)
ლიონი (4-3-3): ანტონი ლოპეში - ჟალე, იანგა-მბივა, უმტიტი, მორელი - გონალონი, ფერი (46. გრენიე), ტოლისო - გეზალი (70. კორნიე), ლაკაზეტი, ვალბუენა (74. კალულუ)
გაძევება: სიანი (88. ბასტია)

ტულუზი-გენგამი 1:2
გოლები: 0:1 სანხარე (12), 1:2 ბენ იედერი (64-პენ.), 1:2 ბრიანი (72)
შენიშვნა: ბენ იედერმა (ტულუზი) ვერ გაიტანა პენალტი (89)
გაძევება: დიოპი (90+2. ტულუზი)

კაენი-ნიცა 2:0
გოლები: 1:0 როდელენი (12), 2:0 დელორი (41-პენ.)

ბორდო-რენი 4:0
გოლები: 1:0 დიაბატე (29), 2:0 დიბატე (51), 3:0 როლანი (67), 4:0 ტ. ტურე (90+2)

სტ. ეტიენი-პსჟ 0:2
გოლები: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (61), 0:2 იბრაჰიმოვიჩი (90+2)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე, მარკინიოსი, კიმპემბე, მაქსველი - სტამბული (59. ვერატი), ტიაგო მოტა, მატუიდი - დი მარია, ლუკასი (73. კავანი), იბრაჰიმოვიჩი

ბომბარდირები: 19 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 12 - მიში ბატშუაი (მარსელი); 11 - ბილე მუკანჯო (ლორიანი); 10 - ედინსონ კავანი (პსჟ), ატემ ბენ არფა (ნიცა); 8 - ანხელ დი მარია (პსჟ), ვისამ ბენ იედერი (ტულუზა), ენდი დელორი (კაენი)

მომდევნო ტური
2 თებერვალი:
მონაკო-ბასტია, მონპელიე-მარსელი

3 თებერვალი:
გენგამი-ტრუა, ნანტი-გაზ. აიაჩო, ლილი-კაენი, ნიცა-ტულუზა, ლიონი-ბორდო, რეიმსი-ანჟერი, პსჟ-ლორიანი

4 თებერვალი:
რენი-სტ. ეტიენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული