ლიგის თასი. ფინალის წინ: პსჟ-ს მორიგი ფინალი

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენმა" შუა კვირაში "ლორიანს" მოუგო თასის ნახევარფინალში და იქაც ფინალში ითამაშებს, სადაც მეტოქედ "მარსელი" ეყოლება. ჩემპიონობა გუნდს უკვე განაღდებული აქვს და ამას აგერ ლიგის თასიც უნდა მოაყოლოს.

პარიზელებმა ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ფიასკოს მერე, გული საშინაო არენაზე ყველაფრის კიდევ ერთხელ მოგებას უნდა გადააყოლონ.

თუმცა ეს ჰეთ თრიკიც არ იქნება ადვილი შესასრულებელი, რადგან მარსელელთა ერთადერთი შანსი სეზონის გადარჩენისა, მისი ტიტულით დამთავრებაა.

ხოლო პსჟ-ს ამჟამინდელი მეტოქე "ლილი" დიდებულ ფორმაშია. ჩემპიონატში ლილელებს ზედიზედ 6 მოგება აქვთ. ფრედერიკ ანტონეტის ბიჭებს ბოლო დროს ბევრი გოლი
გააქვთ და ლაღად თამაშობენ, რაც მთავარია გუნდურად.

"ლილს" ძალიან მოუხდა პროტუგალიელი ედერიც. მოკლედ, ლორან ბლანი ფრთხილად უნდა იყოს. მის სავარაუდო გაშვებაზე ისედაც საუბრობენ და ისე არ უნდა ქნას, რომ პროცესი თავად დააჩქაროს და ამას ხელი შეუწყოს.

23 აპრილი
პსჟ-ლილი 23:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული