ლიგა 1. XXXVI ტური: იბრას დუბლი და პსჟ-ის რეკორდი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 აპრილს, საფრანგეთის ლიგა 1-ის XXXVI ტურის ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც "პარი სენ-ჟერმენმა" "რენი" მიიღო და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.

ამ გამარჯვებით პარიზულმა გუნდმა პირადი რეკორდი გააუმჯობესა ჩემპიონატში გამარჯვებების რაოდენობის მხრივ. მიმდინარე ლიგა 1-ში ეს პსჟ-ის 28-ე მოგებაა. პარიზელებმა წინა რეკორდი - 27 მოგება  2013/2014 წლების სეზონში დაამყარეს.

რაც შეეხება "სტად დე პრენსზე" გამართულ ბოლო შეხვედრას, უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ "რენს" გოლები მაქსველმა (50-ე წუთი), ზლატან იბრაჰიმოვიჩმა (დუბლი, 54, 78) და ედინსონ კავანიმ (90+1) გაუტანეს.

პსჟ სატურნირო ცხრილის სათავეში
89 ქულითაა, მას 30 ქულით ჩამორჩება მეორე ადგილოსანი "ლიონი".

თავის მატჩს დღეს ჩაატარებს საქართველოს ნაკრების კაპიტნის ჯაბა კანკავას გუნდი "რეიმსი", რომელიც შინ "მონპელიეს" მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული