ხერარდო მარტინოს არგენტინის ნაკრებში შვიდი თვეა ხელფასი არ აუღია

AutoSharing Option
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ხერარდო მარტინოს დაკავებულ თანამდებობაზე საქმე არცთუ დალხენილად ჰქონია. ამის შესახებ გამოცემა Ole იუწყება.

წყაროს ცნობით, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციას უკვე შვიდი თვეა მარტინოსთვის ხელფასი არ გადაუხდია. თავად "ალბისელესტეს" თავკაცმა ეს ინფორმაცია ESPN -თან ინტერვიუში არ უარყო, კითხვას კი უპასუხა: "ამ თემაზე ვერაფერს მოგახსენებთ".

მარტინომ არგენტინის ეროვნული გუნდი 2014 წელს ჩაიბარა. მანამდე ის პარაგვაის ნაკრებს წვრთნიდა, კლუბებიდან კი "ნიუელს ოდ ბოიზსა" და "ბარსელონაში" უმუშავია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული