პსჟ-ს დღე-დღეზე უნაი ემერი ჩაიბარებს

AutoSharing Option
იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ გუშინ სენსაციური ინფორმაცია გააჟღერა - "პარი სენ-ჟერმენი" დღე-დღეზე უნაი ემერისთან გააფორმებს ხელშეკრულებას.

"სევილიას" ბასკი თავკაცი პსჟ-ს მწვრთნელობას ლორან ბლანისგან გადაიბარებს. უნაი ემერი უკვე პარიზშია მოლაპარაკებაზე, პარიზელები მზად არიან, ანდალუსიელებს კომპენსაციის სახით, 2 მილიონი ევრო გადაუხადონ.

44 წლის ემერიმ "სევილიასთან" ერთად ევროპალიგის გამარჯვებული გახდა. შეგახსენებთ, რომ "სევილიამ" ეს ტიტული ზედიზედ მესამედ მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული