დიდი დეშამმა ამ მატჩებისთვის 23-კაციანი სია ჩამოწერა. მის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ანტონი მარსიალი, რომლის კონდიციებიც დღესდღეობით სახარბიელო ვერ არის.
"მისგან მეტს ელის ჟოზე მოურინიოც, - ამბობს დეშამი 20 წლის ფეხბურთელზე. - ამიტომაც იყო, რომ ანტონი ვერ ვნახეთ "მანჩესტერის" ბოლო თამაშებში. მე არ დამვიწყებია და კარგად ვიცი მისი შესაძლებლობები. იმისიც მჯერა, რომ მარსიალი ცდას არ
დეშამის გუნდში ვერ მოიძებნა ადგილი ვერც იოან კაბაისთვის ("კრისტალ პალასი", ინგლისი) და ვერც პიერ-ანდრე ჟინიაკისთვის ("ტიგრესი", მექსიკა). სამაგიეროდ, "ლურჯებში" უხმეს პსჟ-ის 21 წლის ნახევარმცველ ანდრე რაბიოს, ვინც დეშამს ევრო 2016-ისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში ჰყავდა შეყვანილი.
აღსანიშნავია ოლივიე ჟირუს გამოჩენაც. 30 წლის ფორვარდი კარგა ხანს მკურნალობდა, მაგრამ დაბრუნდა თუ არა "არსენალში", იმავე შეხვედრაში დუბლი შეასრულა, რაც დეშამისთვის საკმარისი მტკიცებულება აღმოჩნდა გადაწყვეტილების მისაღებად.
ახლა კი დროა, საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობასაც გავეცნოთ:
მეკარეები: უგო ლორისი (ტოტენჰემი, ინგლისი), სტივ მანდანდა (კრისტალ პალასი, ინგლისი), ალფონს არეოლა (პსჟ);
მცველები: სებასტიენ კორშია (ლილი), სამუელ უმტიტი, ლუკა დინი (ორივე - ბარსელონა, ესპანეთი), ლორან კოსიელნი (არსენალი, ინგლისი), ლეივინ კურსავა (პსჟ), ადილ რამი (სევილია, ესპანეთი), რაფაელ ვარანი (რეალი, ესპანეთი), ჯიბრილ სიდიბე (მონაკო, საფრანგეთი).
ნახევარმცველები: ბლეზ მატუიდი, ადრიენ რაბიო (ორივე - პსჟ), ნგოლო კანტე (ჩელსი, ინგლისი), დიმიტრი პაიე (ვესტ ჰემი, ინგლისი), პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), მუსა სისოკო (ტოტენჰემი, ინგლისი);
თავდამსხმელები: კინგსლი კომანი (ბაიერნი, გერმანია), უსმან დემბელე (დორტმუნდი, გერმანია), ნაბილ ფეკირი (ლიონი), ანტუან გრიზმანი, კევინ გამეირო (ორივე - ატლეტიკო, ესპანეთი), ოლივიე ჟირუ (არსენალი, ინგლისი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"