ფრედერიკ ანცის გუნდმა 3-5-2 ტაქტიკით ითამაშა და სტუმართა შუახაზელებს შეტევების ხეირიანად წამოწყების საშუალება არ მისცა. პსჟ-მა უკვე სამი მატჩი წააგო ამ სეზონში, მეტი, ვიდრე ლორან ბლანის გუნდმა გასულ სეზონში დათმო.
"მეცი" გოტიე ეინის გოლით უგებდა "ლიონს", მაგრამ გუნდი ფანებმა დააღალატეს, ტრიბუნიდან ნასროლი პეტარდა "ლიონის" გოლკიპერ ანტონი ლოპეშს მოხვდა, ძირს დავარდა და იქვე აფეთქდა. მსაჯმა სასწრაფოდ
პსჟ-ის წაფორხილებით ისარგებლა "მონაკომ" და "ბასტიის" განადგურებით (5:0) ცხრილში გადაასწრო. აღსანიშნავია რადამელ ფალკაოს დუბლი, რომელსაც უკვე 7 გოლი დაუგროვდა ჩემპიონატში.
ლიდერ "ნიცას" პრობლემა არ ჰქონია "ტულუზთან" მატჩში - 3:0 და უკვე 3 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს (მონაკოს). მარიო ბალოტელი ტრავმის გამო არ ყოფილა.
კაენი-დიჟონი 3:3
გოლები: 1:0 სანტინი (24), 1:1 ლის მელუ (26), 2:1 სანტინი (37), 3:1 კარამო (43), 3:2 დიონი (59), 3:3 იაჰია (81 ს. კ.)
გაძევება: ბუკა მუტუ (31. დიჟონი)
მონპელიე-პსჟ 3:0
გოლები: 1:0 ლანი (42), 2:0 სქირი (48), 3:0 ბუდებუზი (80)
პსჟ (4-2-3-1): არეოლა - ორიე, ტ. სილვა, მარკინიოსი, კურზავა - ნკუნკუ (58. ბენ არფა), კრიხოვიაკი - ლუკასი (75. ხესე), დი მარია, მატუიდი - კავანი (81. ოგიუსტენი)
ბორდო-ლილი 0:1
გოლი: 0:1 დე პრევილი (44)
გამოუყენებელი პენალტი: როლანი (73. ბორდო)
ანჟერი-ლორიანი 2:2
გოლები: 0:1 მარვო (23), 1:1 დიედიუ (26-პენ), 2:1 ნ'დოი (58), 2:2 უარისი (66)
მონაკო-ბასტია 5:0
გოლები: 1:0 მბაპე (10), 2:0 ლემარი (66), 3:0 ფალკაო (68), 4:0 ფალკაო (73), 5:0 კარილიო (79)
გენგამი-ნანტი 2:0
გოლები: 1:0 ბრიანი (22), 2:0 სალიბური (63)
გაძევება: ტომასონი (71. ნანტი)
მეცი-ლიონი შეწყდა
რენი-სტ. ეტიენი 2:0
გოლები: 1:0 ნტეპი (54), 2:0 გროსიცკი (91)
მარსელი-ნანსი 3:0
გოლები: 1:0 ტოვენი (46), 2:0 გომისი (80), ნ'ჯიე (92)
ნიცა-ტულუზი 3:0
გოლები: 1:0 პლეა (23), 2:0 ბელჰანდა (26), 3:0 სერი (65)
ბომბარდირები: 14 - ედინსონ კავანი (პსჟ); 11 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 9 - ალესან პლეა (ნიცა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"