ლიონელ მესი: გონსალო იგუაინს მოედანზე სულ უფრო კარგად ვეწყობი [VIDEO]

AutoSharing Option
"ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების ლიდერმა ლიონელ მესიმ ვენესუელასთან გამარჯვების შემდეგ ეროვნულ გუნდში მადრიდის "რეალის" ფორვარდ გონსალო იგუაინთან შეთამაშებაზე ისაუბრა.

22 მარტს არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ვენესუელას უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 გაანადგურა.

მასპინძელთა რიგებში მესიმ გაიბრწყინა, რომელმაც თავად პენალტიდან გაიტანა, კიდევ ორი გოლი გონსალო იგუაინს გაატანინა.

"მე და იგუაინი თამაშიდან თამაშამდე ერთმანეთს სულ უფრო უკეთესად ვეწყობით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ნაკრებთან ერთად ბევრს მივაღწევთ, თუმცა წინასწარ რაიმეს დაბეჯითებით თქმა ძნელია - ჯერ ხომ არაფერი მოგვიგია".

მატჩის
შემდეგ ბუენოს-აირესის სტადიონზე შეკრებილმა ქომაგმა მესი ოვაციებით შეამკო. ოთხი "ოქროს ბურთის" მფლობელმა აღნიშნა, რომ ჯგუფში ლიდერობის მიუხედავად, არგენტინის ეროვნულ გუნდს 2014 წლის მუნდიალზე თამაში გარანტირებული ჯერ კიდევ არ აქვს, რადგან წინ მძიმე შეხვედრები, უპირველესად კი ბოლივიასთან თამაში ელის.

"ბოლოს ლა-პასეში რომ წავაგეთ, მაშინ ყველაზე მეტად სიმაღლესთან შეგუება გაგვიჭირდა", - გაიხსენა მესიმ 2009 წლის მატჩი, რომელიც არგენტინელებმა ზღვის დონიდან 1500 მეტრ სიმაღლეზე მდებარე სტადიონზე გამართეს და 1:6 წააგეს.

2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ციკლში ჩატარებული 10 მატჩის შემდეგ არგენტინა 23 ქულით ჯგუფის ლიდერია.

VideoSportall.Ge
22.03.13. არგენტინა - ვენესუელა 3:0

მკითხველის კომენტარები / 1 /
მესი მაგარიაააააააააა
kako
13:05 24-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული