"ბომბონერაზე" გამართული შეხვედრა უგოლოდ კი დასრულდა, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც უგოლო ფრე ბევრ უხვგოლიან მატჩს სჯობს. მასპინძლები საკმაოდ სერიოზულ უპირატესობას ფლობდნენ და სტუმართა კარს ხშირად ემუქრებოდნენ. "ბოკას" რიგებში ყველაზე აქტიური ნიკოლას ბლანდი იყო, თუმცა თავდამსხმელს ხან დარტყმა არ გამოსდიოდა, ხან კი შესანიშნავად ირჯებოდა სტუმართა კიპერი ნაუელ გუსმანი. ხერარდო მარტინოს შეგირდებს მხოლოდ ერთი რეალური
შეხვედრის საბოლოო შედეგი შანსს ორივე გუნდ უტოვებს, უბრალოდ არის ერთი გარემოება, რის გამოც, საპასუხო მატჩის წინ, "ნიუელსის" აქციათა ფასმა აიწია - შეხვედრის 90-ე წუთზე, არბიტრმა მოედნიდან გილერმო ბურდისო მიაბრძანა.
შესანიშნავი მატჩი გაიმართა ტიხუანაში, სადაც გულშემატკივრებმა ოთხი გატანილი გოლი იხილეს. 52-ე წუთისთვის მასპინძლები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. გოლები დუვიერ რიასკოსმა და ფიდელ მარტინესმა გაიტანეს. სტუმრებს საკმაოდ უჭირდათ, ბევრი არაფერი გამოსდიოდათ რონალდინიოს, ბერნარდს და ჟოს, სამაგიეროდ გაიბრწყინა დიეგო ტარდელიმ - 28 წლის ფორვარდმა ჯერ სხვაობა შეამცირა, არბიტრის მიერ დამატებულ წუთებზე კი ლუანს შესანიშნავი პასი მიაწოდა და ანგარიში გაათანაბრებინა. საბოლოოდ, 2:2 და ამ წყვილში ფავორიტი ისევ "ატლეტიკო მინეიროა", თუმცა "ტიხუანას" არაერთხელ აქვს დამტკიცული, რომ მათი წინასწარ ჩამოწერა არ შეიძლება.
ლიბერტადორესის თასი. 1/4 ფინალი. პირველი მატჩები
ტიხუანა-ატლ. მინეირო 2:2
გოლები: 1:0 რიასკოსი (32), 2:0 ფ. მარტინესი (53), 2:1 დიეგო ტარდელი (66), 2:2 ლუანი (90+2).
ტიხუანა (4-4-1-1): საუსედო - ხ. ნუნიესი, განდოლფი, ო. ორტისი, ე. კასტილიო - რ. რუისი (82. დ. მარკესი), პელერანო, ფ. არსე, ფ. მარტინესი (87. პისენო) - ა. მორენო (72. ჯ. კორონა) - რიასკოსი.
ატლ. მინეირო (4-2-3-1): ვიქტორი - მარკოს როჩა, რევერი, ჟილბერტო სილვა, ჟუნიორ სეზარი - პიერი, ლეანდრო დონიზეტი (82. ჟოსუე) - დიეგო ტარდელი, რონალდინიო, ბერნარდი (46. ლუანი) - ჟო (90. ალეკსანდრო)
ბოკა-ნიუელსი 0:0
ბოკა (4-3-1-2): ორიონი - მარინი, კარუსო, გ. ბურდისო, კ. როდრიგესი - ერბესი, სომოსა, ერვიტი (83. სანჩეს მინიო) - რიკელმე - ბლანდი, ხ. მარტინესი (76. აკოსტა).
ნიუელსი (4-3-2-1): გუსმანი - მ. კასერესი, ვერხინი, ჰაინცე, კასკო - პ. პერესი (84. ბერნარდი), მატეო, კრუსადო - ვ. ფიგეროა (72. ტონსო), მაქსი როდრიგესი - სკოკო (90. ურუტი).
გაძევება: გ. ბურდისო (93. ბოკა ხუნიორსი).
ბომბარდირები: 6 - ჟო (ატლეტიკო მინეირო), დიეგო ტარდელი (ატლეტიკო მინეირო); 5 - ბარეირო (ოლიპია), სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი), ლუიშ ფაბიანო (სან პაულო), ბრიან როდრიგესი (უაჩიპატო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი: "სანტა ფე" ცალი ფეხით ნახევარფინალშია