ლუიშ ფელიპე სკოლარი: ბრენო ცხოვრებაში მეორე შანსს იმსახურებს

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფელიპე სკოლარი გერმანელ სამართალდამცველებს თხოვს, შეიწყალონ მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი ბრენო, რომელიც ახლა ციხეში ზის.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა საკუთარი სახლი გადაწვა, რისთვისაც მას 3-წლიანი ციხე მიუსაჯეს.

"ვითხოვ, იქნებ მეორედ განიხილონ ბრენოს საკითხი, ხომ შეიძლება ადამიანი ცხოვრებაში მეორე შანსს ინარჩუნებდეს?

ჩვენ ყველანი ვუშვებთ შეცდომებს ცხოვრებაში. ბრენოს აღარ ექნება შანსი, საყვარელ საქმეს დაუბრუნდეს თუკი მისჯილის ბოლომდე ციხეში მოუწევს ყოფნა. ჩვენ ძალიან მადლიერები დავრჩებით და თუ სათანადო ორგანოები გამოგვეხმაურებიან"
, - განაცხადა ბრაზილიელთა თავკაცმა.

ასევე იხილეთ:
მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი
ციხეში ჩააყუდეს!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული