რონალდინიომ "ბეშიქთაში" უარყო

AutoSharing Option
"ატლეტიკო მინეიროს" მთავარმა მწვრთნელმა კუკამ რონალდინიო უკანასკნელ სამ შეხვედრაში სათადარიგოთა შორის დასვა,

რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ჟურნალისტები "ერთმანეთში შეთანხმდნენ", რომ ფეხბურთელს კონფლიქტი ჰქონდა. 33 წლის ვეტერანს ევროპაში დაბრუნებაც კი უწინასწარმეტყველეს. დასახელდა კონკრეტული კლუბიც - "ბეშიქთაში".

რონალდინიომ მსგავსი პერსპექტივა გამორიცხა. "მწვრთნელმა ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპისთვის უკეთ მომზადებისთვის დასვენების საშუალება მომცა. ისედაც, გონებაში მხოლოდ "ატლეტიკო მინეირო" მიტრიალებს. ძალიან ბედნიერი ვარ და კონტრაქტის ბოლომდე წასვლას არ ვაპირებ," - განაცხადა ფეხბურთელმა.

გეტყვით იმასაც, რომ ფეხბურთელის ხელშეკრულებას ვადა 2013 წლის 31 დეკემბერს გადის ვადა.

ასევე იხილეთ:
რონალდინიო "ბეშიქთაშში" გადადის?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული