სკოლარიმ დიეგო კოშტა გალანძღა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდი დიეგო კოშტა შესანიშავ ფორმაშია და მასზე სანაკრებო დონეზეც კი ნადირობა ატყდა, 25 წლის ფორვარდით დაინტერესებულ კლუბებზე სულ რომ არაფერი ვთქვათ. ახლახან თავად 25 წლის თავდამსხმელმა განაცხადა, რომ იგი ესპანეთის ნაკრებს ირჩევს, რასაც ცხადია, ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. ბრაზილიაში ეს ამბავი არ მოეწონათ და ფანების ნაწილმა დიეგო კოშტა უკვე მოღალატედ შერაცხა. იგი შემოელანძღა ნაკრების მთავარ მწვრთნელს ლუიშ ფელიპე სკოლარისაც.

"ვნახე დიეგო კოშტას წერილი, რომელშიც ის ამბობს, რომ ესპანეთის ნაკრებს ირჩევს. ჩემი აზრით, ბრაზილიელ სპორტსმენზე, რომელსაც არ უნდა თავისი ქვეყნის
ღირსების დაცვა, იმ ქვეყნისა, რომელიც მუნდიალს მასპინძლობს, სალაპარაკო არაფერია. იგი ავტომატურად არ განიხილება კანდიდატად".

არის განსხვავებული და უფრო თავშეკავებული კომენტარებიც. მაგალითად, ზოგს მიაჩნია, რომ ბრაზილიის ფეხბურთის ასოციაციამ ისე ვერ იმუშავა როგორც საჭირო იყო. თავად ასოციაციის წარმომადგენლები კი ამბობენ, მოთამაშის არჩევანს პატივი უნდა ვცეთო.

პატივისცემას ითხოვს დიეგო კოშტაც: "მინდა ხალხმა გაიაზროს, რომ მე მართლაც უაღრესად გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება და ჩემი სამშობლო ძალიან მიყვარს. ერთის მხრივ იყო ჩემი სამშობლო, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ხოლო მეორეს მხრივ, ქვეყანა რომელმაც ის ყველაფერი მომცა რაც ახლა მაქვს.

ნამდვილად არ ვიტყუები, ეს ურთულესი გადაწყვეტილება იყო, და მინდა ხალხმა მას პატივი სცეს. ვეცდები ესპანეთის ნაკრებში დავიმკვიდრო ადგილი, ხოლო ბრაზილია ჩემს სამშობლოდ რჩება, იქ მე ოჯახი მყავს და ღმერთი თუ ინებებს, სწორედ იქ ვაპირებ კარიერის დასრულების შემდეგ ცხოვრებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული