თუმცა ზეიმი მარსელო ოლივეირას გუნდს კინაღამ "გოიასმა" ჩაუშხამა. კლუბის საუკეთესო გოლეადორმა და ჩემპიონატის თანაბომბარდირმა რიკარდო გულარტმა მასპინძლები დებიუტშივე დააწინაურა თავური დარტყმით, მაგრამ სამუელმა ანგარიში გაათანაბრა.
თუმცა საბოლოოდ "კრუზეიროს" გამარჯვება გუნდისა და სერია A-ს ნომერ პირველმა მეპასემ (10 საგოლე პასი) ევერტონ რიბეირომ მოუტანა თავური დარტყმით. ოლივეირას გუნდმა დაამტკიცა, რომ ამჟამად ბრაზილიაში ყველაზე ერთი თავით მაღლაა.
59 წლის სპეციალისტმა "კრუზეირო" მიჯრით მეორედ გააჩემპიონა, რაც გამოსარჩევი მიღწევაა, რადგან
"ყველამ ვიცით, რა ძნელია ამის გაკეთება. ჩემპიონობა ყველას უნდა, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ახერხებენ მიზნის მიღწევას. ბევრი ვიმუშავეთ და გზად არაერთი სირთულე დავძლიეთ იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვება მოგვეპოვებინა და ეს დავიმსახურეთ. ახლა ზეიმის დროა" - თქვა "კრუზეიროს" შემტევმა ვილიანმა.
ევერტონ რიბეირო: "ბრაზილიის ჩემპიონის წოდება ჩვენია, ახლა მხოლოდ ერთი ტურნირი დაგვრჩა სანერვიულო და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შეჯიბრებაც მოვიგოთ".
რიბეირომ დარჩენილ ტურნირში ქვეყნის თასი იგულისხმა, რომლის ფინალშიც "კრუზეიროს" პირველი მატჩი "ატლეტიკო მინეიროსთან" 0:2 აქვს წაგებული და საპასუხო შეხვედრა ხვალ ღამით ელოდება საკუთარ კედლებში.
"კრუზეირო" ბრაზილიის ჩემპიონი პირველად 1996 წელს გახდა, მეორედ კი 2003 წელს, ანუ, როდესაც სერია A-ში ერთმანეთში ორ-ორი (შინ და გარეთ) მატჩების ჩატარება დაიწყეს. მაშინ გუნდის თავკაცი ვანდერლეი ლუშემბურგო გახლდათ, ხოლო ლიდერი - მცველი ალექსი.
მესამედ კლუბი შარშან გაჩემპიონდა და თან ერთი რეკორდიც დაამყარა - აბსოლუტურად ყველა გუნდს მოუგო ერთი თამაში მაინც. ეს კრუზეიროელთა მეოთხე ტრიუმფია. იტალიელი ემიგრანტების მიერ დაარსებულ გუნდს ამდენჯერვე აქვს მოგებული ქვეყნის თასი და თუ "ატლეტიკო მინეიროსთან" დუელი მობრუნებას შეძლებს და დუბლს შეასრულებს, ეს "კრუზეიროს" მეხუთე გამარჯვება იქნება "კოპა დუ ბრაზილზე".
დიდი ბრძოლებია სხვა საპრიზო ადგილებისა და გადარჩენისთვის. "შაპეკოენსემ" 23 წლის ლეანდროს წყვილი გოლით მოუგო "ბოტაფოგოს" და თითქმის გაინაღდა დარჩენა. შაპეკოელები, დიდი ალბათობით, იმ შემთხვევაშიც დარჩებიან, ბოლო ორი მატჩი რომც წააგონ, მაგრამ თან მათი მეტოქეები უკვე გაჩემპიონებული "კრუზეირო" და ასევე ფაქტობრივად უმოტივაციო "გოიასი" არიან. აი, "ბოტაფოგო" კი სეზონის ერთ-ერთ მთავარ სენსაციას აცხობს, გუნდი 99%-ით სერია B-შია.
უკვე ოფიციალურად გავარდა "კრისიუმა", რომელსაც უმოტივაციო "ფლამენგომ" მხოლოდ ქულა გაატანა, მაგრამ ეს ქულა გადარჩენისთვის საკმარისი არ არის.
"კურიტიბამ" 6-ქულიანი თამაში მოუგო "პალმეირასს" და მდგომარეობა გამოისწორა, მაგრამ ორივე გუნდს სერიოზული ნერვიულობა ელოდება, ისევე, როგორც "ვიტორიასა" და "ბაიას", რომლებიც ამ ტურში უქულოდ დარჩნენ.
იმარჯვეს "სან პაულუმ", "კორინთიანსმა" და "ინტერნასიონალმა", რითაც "ლიბერტადორესის თასის ზონაში" მოხვედრის შანსი აიმაღლეს, რასაც ვერ ვიტყვით "ატლეტიკო მინეიროზე", "გრემიოსა" და "ფლუმინენსეზე", რომლებმაც ქულები დაკარგეს. "ფლუს" თავისმა გოლეადორმა ფრედმა ბოლო წამებზე გადაურჩინა ქულა და ოთხეულში მოხვედრის მცირე შანსი დაუტოვა.
სერია A. XXXVI ტური
ინტერნასიონალი-ატლეტიკო მნ. 2:1
გოლები: 1:0 რაფაელ მოურა (21), 1:1 დოდო (24-პენ.), 2:1 ფაბრისიო (90+4)
ბაია-ატლეტიკო პრ. 1:2
გოლები: 0:1 ფაელი (62), 0:2 ბადი (71), 1:2 ენრიკე (73)
გაძევება: გილერმე სანტოსი (90)
ფლამენგო-კრისიუმა 1:1
გოლები: 1:0 ელტონი (38), 1:1 კლებერ სანტანა (65)
რესიფე-ფლუმინენსე 2:2
გოლები: 1:0 მაიკი (11), 1:1 ევერტონ პასკოა (32 ს.კ.), 2:1 ჟეილტონი (39), 2:2 ფრედი (90+2)
სანტოსი-სან პაულუ 0:1
გოლი: 0:1 ბოშილია (55)
კრუზეირო-გოიასი 2:1
გოლები: 1:0 რიკარდო გულარტი (13), 1:1 სამუელი (23), 2:1 ევერტონ რიბეირო (63)
ფიგეირენსე-ვიტორია 2:0
გოლები: 1:0 პაბლო (17), 2:0 პაბლო (59)
კორინთიანსი-გრემიო 1:0
გოლი: 1:0 გერერო (83)
კურიტიბა-პალმეირასი 2:0
გოლები: 1:0 ზე დუარდო (55), 2:0 ჟოელი (71)
შაპეკოენსე-ბოტაფოგო 2:0
გოლები: 1:0 ლეანდრო (51), 2:0 ლეანდრო (63)
თ მ ფ წ ბ ქ
1. კრუზეირო 36 23 7 6 64-36 76
2. სან პაულუ 36 20 9 7 58-38 69
3. კორინთიანსი 36 18 12 6 45-25 66
4. ინტერნასიონალი 36 19 6 11 48-39 63
5. ატლეტიკო მნ. 36 17 10 9 50-36 61
6. გრემიო 36 17 9 10 35-22 60
7. ფლუმინენსე 36 16 10 10 55-38 58
8. ატლეტიკო პრ. 36 14 8 14 41-41 50
9. ფლამენგო 36 13 9 14 41-46 48
10. რესიფე 36 13 9 14 33-44 48
11. სანტოსი 36 13 8 15 39-35 47
12. ფიგეირენსე 36 13 7 16 35-44 46
13. გოიასი 36 12 8 16 34-37 44
14. შაპეკოენსე 36 11 9 16 36-39 42
15. კურიტიბა 36 10 11 15 37-42 41
16. პალმეირასი 36 11 6 19 32-55 39
17. ვიტორია 36 10 8 18 37-49 38
18. ბაია 36 8 10 18 28-40 34
19. ბოტაფოგო 36 9 6 21 31-46 33
20. კრისიუმა 36 7 10 19 25-52 31
ბომბარდირები: 15 - ფრედი (ფლუმინენსე), ენრიკე (პალმეირასი), რიკარდო გულარტი (კრუზეირო); 14 - ერნან ბარკოსი (გრემიო), მარსელო მორენო (კრუზეირო)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"