არგენტინა-ეკვადორი 2:1 - აგუერო და პასტორე იტანენ, მესი უყურებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
31 მარტს, სანაკრებო პაუზით დასავლეთ ნახევარსფეროშიც ისარგებლეს და ამხანაგური მატჩები გამართეს.

მათგან გამოსარჩევი აშშ-ის ქალაქ ისტ-რუტერფორდში გამართული შეხვედრა იყო, რომელშიც არგენტინის ნაკრებმა ეკვადორი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მე-8 წუთზე ანგარიში "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ გახსნა, რომელსაც ასისტენტობა პსჟ-ის ნახევარმცველმა ხავიერ პასტორემ გაუწია.

ეკვადორმა 24-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა - გატანილი გოლით ჰავბეკი მილერ ბოლანიოსი გამოირჩა. საბოლოო ანგარიში კი მეორე ტაიმში პასტორემ (58) დააფიქსირა, რომლის გოლმაც არგენტინას გამარჯვება მოუტანა.

აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" ფორვარდი ლიონელ მესი, როგორც სალვადორთან ამხანაგურ მატჩში, არგენტინელთა მწვრთნელმა ხერარდო
მარტინომ
ამჯერადაც სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

სხვა მატჩები:
პერუ-ვენესუელა 0:1
მექსიკა-პარაგვაი 1:0
სალვადორი-გვატემალა 0:0
პანამა-კოსტა რიკა 2:1
.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული