"ბოკა ხუნიორსმა" კარლოს ტევესის ტრანსფერზე "იუვენტუსთან" მოილაპარაკა

AutoSharing Option
არგენტინის საფეხბურთო კლუბმა "ბოკა ხუნიორსმა" ტურინის "იუვენტუსთან" კარლოს ტევესის გადაბირების თაობაზე მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.

31 წლის არგენტინელი ფეხბურთელი ბუენოს-აირესის გუნდს კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ შეუერთდება, სადაც ამჟამად ქვეყნის ეროვნულ გუნდთან ერთად ასპარეზობს.

"ბედნიერი დღე გაგვითენდა. კარლოს ტევესის დაბრუნება ფანტასტიკური ამბავია როგორც გუნდის წევრების, ისე გულშემატკივრებისა და მთლიანად არგენტინული ფეხბურთისთვის. ტევესი "ბორკა ხუნიორსს" ახალ სიმაღლეზე აიყვანს", - ნათქვამია კლუბის პრეზიდენტის დანიელ ანხელისის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ტევესი "ბოკა ხუნიორსის" აღზრდილია და მის მთავარ გუნდში 2001-2005 წლებში თამაშობდა. ფორვარდი ტურინის "იუვენტუსში" 2013 წლიდან
თამაშობდა, სადაც 96 მატჩში 50 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული