ის არ მოუკლავთ და არ გაუუპატიურებიათ - დიეგო მარადონამ ლიონელ მესი გააკრიტიკა

AutoSharing Option
დიეგო მარადონამ, ბევრისთვის მოულოდნელად, ლიონელ მესი საჯაროდ გააკრიტიკა.

"ფეხბურთის ღმერთი" "ახალი ღმერთისადმი" გაკეთებულ მწარე კომენტარს ჯანსაღ კრიტიკას უწოდებს და ეს, პირველ რიგში, ისევ ლეოსთვის არის კარგი და საჭიროო, ამბობს.

მარადონას არ მოეწონა განაწყენებული მესის ნათქვამი - შესაძლოა, ნაკრებში აღარ ვითამაშოო...

"ჩვენ გვყავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც 4 გოლი გააქვს "რეალ სოსიედადისთვის", მერე კი ნაკრებში ჩამოდის და აქ ხელშეუხებელია.

დროა, მესის ბავშვივით აღარ ველოლიავოთ. მ
ისდამი ისეთივე დამოკიდებულება უნდა იყოს, როგორიც ნაკრების სხვა მოთამაშეებისადმია. დიახ, ყველაფერი ხდება და ცუდი ფაქტები იყო, მაგრამ ის არ მოუკლავთ და არ გაუუპატიურებიათ.

ამიტომ ტრაგედიას ნუ შევქმნით. ეს ყველაფერი, რასაც ვამბობ, კონსტრუქციული კრიტიკაა. ჩვენ მას ვაკრიტიკებთ იმიტომ, რომ უკეთესი გახდეს" - აღნიშნა მარადონამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ისეთი ნაკრები როგორიც არგენტინაა.....იქ ხელშეუხებელი არავინააა.....არც მესი იქნება
zura zurabi 12
22 აგვისტო 2015 15:40
0
ორივე მგლები არიან,მაგრამ მარადონა ამ შემთხვევაში მართალია.
babuko
15 ივლისი 2015 18:41
0
რა თქმა უნდა მარადონას აქვს მესის კრიტიკის უფლება.
123
15 ივლისი 2015 18:36
0
კახა ....მარადონა დაბოგმილი ნაზირაა და მესი გმერტია ხო ???
kaxas
15 ივლისი 2015 17:41
0
ერთი ეგეთი ნაძირალა ჩვენც გვყოლოდა მერე კიარ იქნებოდა საუბარი მესები არ გყვავსო.ნაძირალა კიარა მგელი იყო მოედანზე და მილიარდობით ადამიანი სკამზეარ ჯდებოდა თამაშის დროს ესრო ბურთს მიიღებდა.დდ ისე რასაც ამბობს კონკრეტულ მომენტში მართალია.
qutaiseli
15 ივლისი 2015 17:26
0
და დასაბოღმი რა აქვს მარადონას მესისთან.
papa
15 ივლისი 2015 17:15
0
მართალია
rey
15 ივლისი 2015 13:00
0
Tipiuri dabogmili nadzirala.
kaxa
15 ივლისი 2015 12:24
0
სრულიად ვეთანხმები მარადონას გასაკრიტიკებელი იყო მესსი და გააკრიტიკეს რა ითამაშა ისეთი რომ ხელშეუხებელი ყოფილიყო მისგან მეტს ითხოვენ როდესაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელათ თვლიან და ადიდებენ მან აშკარად ჩააგდო კოპა ამერიკა ის სხვებისგან არაფრით არ გამოირჩეოდა თუმცა რა თქმა უნდა დიდი ფეხბურთელია და კიდევ იტყვის მის სიტყვას ფეხბურთში
ემზარი
15 ივლისი 2015 11:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული