თბილისის დროით 30 მაისს, ბრაზილიის ეროვნულმა გუნდმა აშშ-ში, ნეიმარის გარეშე პანამის ნაკრებთან ითამაშა და ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა. უკვე მეორე წუთზე ანგარიში ჟონასმა გახსნა, 73-ეზე კი გაბრიელმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
კოლუმბიის ნაკრებმა ანგარიშით 3:1 ჰაიტის სძლია. მე-13 წუთზე დიეგო მორენომ კოლუმბია დააწინაურა, რასაც 35-ეზე ვილდ-დონალდ გურიეს საპასუხო გოლი მოჰყვა. მეორე ტაიმში ხუან კუადრადომ (54) და როხერ მარტინესმა (72) გაიტანეს.
წინა დღეს აშშ-ის ეროვნულმა ნაკრებმა კანზას-სიტიში ბოლივია არ დაინდო -