ამხ. მატჩები: ბრაზილიის ნაკრებმა პანამას ნეიმარის გარეშე მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
საერთაშორისო ამხანაგური მატჩები კოპა ამერიკის სამზადისში მყოფმა ეროვნულმა ნაკრებებმაც გამართეს.

თბილისის დროით 30 მაისს, ბრაზილიის ეროვნულმა გუნდმა აშშ-ში, ნეიმარის გარეშე პანამის ნაკრებთან ითამაშა და ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა. უკვე მეორე წუთზე ანგარიში ჟონასმა გახსნა, 73-ეზე კი გაბრიელმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კოლუმბიის ნაკრებმა ანგარიშით 3:1 ჰაიტის სძლია. მე-13 წუთზე დიეგო მორენომ კოლუმბია დააწინაურა, რასაც 35-ეზე ვილდ-დონალდ გურიეს საპასუხო გოლი მოჰყვა. მეორე ტაიმში ხუან კუადრადომ (54) და როხერ მარტინესმა (72) გაიტანეს.

წინა დღეს აშშ-ის ეროვნულმა ნაკრებმა კანზას-სიტიში ბოლივია არ დაინდო -
4:0. მექსიკამ პარაგვაის მინიმალური ანგარიშით მოუგო, ხოლო პერუმ სალვადორი დაამარცხა - 3:1.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული