ცოტა ხნის წინათ ხერარდო მარტინო პოსტიდან გადადგა, მიზეზად კი რიოს ოლიმპიურ თამაშებზე შემადგენლობის შერჩევასთან დაკავშირებით გაჩენილი პრობლემები დასახელდა. "ტატა" რაღაცით უკმაყოფილო დარჩა, ყველაფერი მის გემოზე არ ხდებოდა და ამიტომაც წასვლა გადაწყვიტა.
პერესს კანდიდატებად მადრიდის "ატლეტიკოს" თავკაცი დიეგო სიმეონე, "სევილიის" დამრიგებელი ხორხე სამპაოლი და "ტოტენჰემის" მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო ჰყავს.
პრობლემა ისაა, რომ სიმეონემ ცოტა ხნის წინათ ისევ "ათლეტებს" და საკლუბო ფეხბურთს დაუკავშირა თავი -
ხოლო პოჩეტინომ ახლახან 2022 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი "ტოტენჰემთან", მას მერე, რაც იქამდე "მანჩესტერის" ინტერესისგან დაიჭირა შორს თავი, თანაც, იგი ჯერ 44 წლისაა და სანაკრებო ფეხბურთისთვის და წელიწადში სულ რამდენიმე მატჩის ჩატარებისთვის, სიმეონესი არ იყოს, ცოდოა.
ასეა თუ ისე, პერესი თავისას შეეცდება და იმასაც ეცდება, რომ ლიონელ მესის გადაწყვეტილება შეაცვლევინოს. ლეომ კოპა ამერიკა სენტენარიოზე ჩილესთან წაგების და ფინალში განცდილი კიდევ ერთი სანაკრებო ფიასკოს მერე, ცხელ გულზე განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერა ამით დაასრულა.
ბუნებრივია, არგენტინაში და არამარტო არგენტინაში, იმედი აქვთ, რომ მესი ამ გადაწყვეტილებას შეცვლის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"