The Best და საუკეთესო: კრიშტიანო რონალდოს მორიგი ტრიუმფი

AutoSharing Option
გუშინ ციურიხში ფიფამ 2016 წელი შეაჯამა და წლის საუკეთესოებიც დაასახელა. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ახალ პრიზს სახელად The Best 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო დაეპატრონა.

როდესაც სცენაზე კრიშტიანო რონალდო გამოიძახეს და მას წლის საუკეთესო პრიზი გადასცეს, პორტუგალიელმა "კბილი გაკრა" ლიონელ მესის, რომელიც ციურიხში დაჯილდოებაზე არ ჩასულა: "ვწუხვარ, რომ "ბარსელონადან" ზოგიერთები ჩვენთან არ იმყოფებიან... მაგრამ ეს გასაგებია".

6-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ "ფრანს ფუტბოლისა" და ფიფას გზები გაიყარა, ისინი ცალ-ცალკე აჯილდოებენ წლის საუკეთესო ფეხბურთელებს, რონალდომ უკვე მოიგო "ფრანს ფუტბოლის" ოქროს ბურთი, ახლა კი
ჯერი ფიფას პრიზზე მიდგა. ეროვნულ ნაკრებთა თავკაცებმა და კაპიტნებმა (სხვათა შორის, ვლადიმირ ვაისმა პირველ ადგილზე ლიონელ მესი დააყენა, ხოლო ჯაბა კანკავამ - ანტუან გრიზმანი) საუკეთესოდ 31 წლის რონალდო აირჩიეს.

ფიფას გალა-დაჯილდოების ყველა გამარჯვებული

ფიფას წლის გუნდი
მანუელ ნოიერი, დანი ალვეში, ჟერარდ პიკე, სერხიო რამოსი, მარსელო, ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი, ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი, ლუის სუარესი, კრიშტიანო რონალდო.

წლის საუკეთესო ფანები
"დორტმუნდისა" და "ლივერპულის" ფანები

წლის საუკეთესო ქალთა გუნდის მწვრთნელი
სილვია ნეიდი

ფეერ პლეის პრიზი
ატლეტიკო ნასიონალი (კოლუმბია)

წლის საუკეთესო მწვრთნელი
კლაუდიო რანიერი (ლესტერი)

ბრწყინვალე კარიერის პრიზი
ფალკაო (ფუტსალი)

პუშკაშის სახელობის პრიზი
მოჰდ ფაიზ სუბრი (მალაიზია)

წლის საუკეთესო ფეხბურთელი ქალი
კარლი ლოიდი

წლის საუკეთესო ფეხბურთელი
კრიშტიანო რონალდო

როგორც უკვე ვთქვით, ლიონელ მესი არ ყოფილა ციურიხში დაჯილდოების ცერემონიალზე. არ ყოფილან არც სხვა ბარსელონელები. ოფიციალური მიზეზი ბილბაოს "ატლეტიკთან" სათასო მატჩისთვის მზადებაა. ანდრეს ინიესტამ ვიდეომიმართვით მოუბოდიშა ყველას "ბარსას" ფეხბურთელთა ჩამოუსვლელობის გამო.

"ეს მიღწევა წარმოუდგენელია, მე ძალიან ბედნიერი ვარ. ყველას დიდი მადლობა, მეტის დამატება არც მსურს. თავად პრიზი ბევრზე მეტყველებს, ამიტომ უბრალოდ ბედნიერი დავრჩები. პირველ რიგში, მადლობა ჩემს თანაგუნდელებს "რეალში" და მწვრთნელს. მადლობა ჩემს მეგობრებსა და ოჯახს. 2016 წელი ჩემ საფეხბურთო კარიერაში საუკეთესო წელი იყო. გავიმარჯვე ჩემპიონთა ლიგაზე, ევრო 2016-ზე, სუპერთასზე და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში", - განაცხადა რონალდომ, რომელმაც 57 მატჩში 55 გოლი გაიტანა, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში.

Sportall.Ge

საინტერესო ფაქტები
* კრიშტიანო რონალდომ გამოკითხვაში საუკეთესოდ გარეთ ბეილი დაასახელა, მეორე ადგილზე მან ლუკა მოდრიჩი გაიყვანა, ხოლო მესამეზე - სერხიო რამოსი.

* მხოლოდ თანაგუნდელები დაასახელა ლიონელ მესიმაც. პირველ ნომრად ლუის სუარესი, მეორე - ნეიმარი, მესამე - ანდრეს ინიესტა.

* გაგვაოცეს გერმანელებმა - ბუნდესგუნდის თავკახმა იოახიმ ლიოვმა შემდეგი სამეული დაასახელა: ტონი კროოსი, მესუთ იოზილი და მანუელ ნოიერი, ხოლო კაპიტანმა ნოიერმა: კროოსი, იოზილი და ლევანდოვსკი. როგორც ხედავთ, მათ ფინალისტი სამეულიდან ერთიც არ გახსენებიათ.

* ინგლისელთა არჩევანი - გარეთ საუთგეითმა და უეინ რუნიმ მესი მიივიწყეს. მწვრთნელის სამეული ასეთია: რონალდო, გრიზმანი, კანტე; კაპიტნის - რონალდო, სუარესი, ვარდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მესი რათქმაუნდა.
0
კიდევ კარგი კანკავამ გელაშვილი არ დაასახელა.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული