ამ უქმეებზე ორი დაპირისპირების გამორჩევა შეიძლება - შაბათს "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდული დერბია - "რეალი" "ატლეტიკოს" წინააღმდეგ, რამდენიმე საათში კი "ალიანც არენაზე" "ბაიერნი" "დორტმუნდს" უმასპინძლებს, ანუ გერმანული კლასიკო - "დერ კლასიკერი" გველის.
შაბათს 214-ე მადრიდულ დერბის (160-ე ჩემპიონატში) ვიხილავთ. რა თქმა უნდა, "სამეფო კლუბის" უპირატესობა აშკარაა, "რეალმა" 109 მატჩი მოიგო, "ატლეტიკომ" კი მხოლოდ - 54. ზინედინ ზიდანს არ ეყოლება ტრავმირებული რაფაელ ვარანი.
გუნდი
სხვათა შორის, ამ ორ კლუბს შორის ვითარება ბოლოს ფრანგი ტეო ერნანდესის გამო დაიძაბა. "ატლეტიკოს" ფეხბურთელი ახლა "ალავესში" იჯარით თამაშობს, "რეალი" კი მასთან მოლაპარაკებას "ატლეტიკოს" გვერდის ავლით ცდილობს. ამიტომაც "ატლეტიკო" აპირებს, სასამართლოში უჩივლოს "რეალს".
სავარაუდო შემადგენლობები
რეალი (4-2-3-1): კეილორ ნავასი - კარვახალი, სერხიო რამოსი, ნაჩო, მარსელო - მოდრიჩი, კოვაჩიჩი - ბეილი, ხამეს როდრიგესი, რონალდო - ბენზემა
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - საულ ნიგესი, კოკე, გაბი, ფერეირა-კარასკო - გამეირო, გრიზმანი
"დერ კლასიკერში" უპირატესობა "ბაიერნს" აქვს, რომელმაც 52-ჯერ მოუგო "დორტმუნდს". "ბორუსიამ" კი მხოლოდ 28-ჯერ დაამარცხა უფრო ტიტულოვანი მეტოქე. ამ მატჩისთვის მზადებისას ვარჯიში გააცდინეს ტრავმების გამო მარკო როისმა და პიერ ემერიკ ობამეიანგმა, რომელიც, სხვათა შორის, კლუბმა 100 ათასი ევროთი დააჯარიმა ადამიანი-ობობის ნიღბის გამოყენებისთვის (გოლის ზეიმისას). ამასობაში, ლუკას პიშჩეკმა 2019 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი "დორტმუნდთან".
მიუნხენელთა რიგებში მცირე ტრავმა აქვს რობერტ ლევანდოვსკისაც, რომელმაც ვარჯიში მიატოვა, თუმცა შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ყველაფერი რიგზეა და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.
სავარაუდო შემადგენლობები
ბაიერნი (4-2-3-1): ულრაიხი - ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - ჩაბი ალონსო, ვიდალი - რობენი, ტიაგო ალკანტარა, რიბერი - ლევანდოვსკი
დორტმუნდი (4-1-4-1): ბიურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, ბარტრა, შმელცერი - ვაიგლი - პულიშიჩი, კაგავა, კასტრო, დემბელე - ობამეიანგი
ინგლისი. პრემიერლიგა. XXXII ტური
შაბათი. 8 აპრილი
ტოტენჰემი-უოტფორდი 15:30
სიტი-ჰალი 18:00
მიდლსბრო-ბარნლი 18:00
სტოკი-ლივერპული 18:00
ვესტ ბრომ.-საუთჰემპტონი 18:00
ვესტ ჰემი-სუონსი 18:00
ბორნმუთი-ჩელსი 20:30
კვირა. 9 აპრილი
სანდერლენდი-მანჩესტერი 16:30
ევერტონი-ლესტერი 19:00
ორშაბათი. 10 აპრილი
კრ. პალასი-არსენალი 23:00
ბომბარდირები: 21 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 19 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 18 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 17 - დიეგო კოშტა (ჩელსი); 16 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ); 15 - აგუერო (მანჩესტერ სიტი), დელე ალი (ტოტენჰემი); 14 - ჯერმეინ დეფო (სანდერლენდი).
ესპანეთი. ლა ლიგა. XXXI ტური
პარასკევი. 7 აპრილი
ვილიარეალი-ბილბაო 22:45
შაბათი. 8 აპრილი
ესპანიოლი-ალავესი 15:00
რეალი-ატლეტიკო 18:15
სევილია-დეპორტივო 20:30
მალაგა-ბარსელონა 22:45
კვირა. 9 აპრილი
გრანადა-ვალენსია 14:00
სელტა-ეიბარი 18:15
ოსასუნა-ლეგანესი 20:30
ლას პალმასი-ბეტისი 22:45
ორშაბათი. 10 აპრილი
სოსიედადი-სპორტინგი 22:45
ბომბარდირები: 27 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 24 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 19 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 15 - იაგო ასპასი (სელტა); 14 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო).
გერმანია. ბუნდესლიგა. XXVIII ტური
პარასკევი. 7 აპრილი
აინტრახტი-ვერდერი 22:30
შაბათი. 8 აპრილი
შალკე-ვოლფსბურგი 17:30
კიოლნი-გლადბახი 17:30
ჰამბურგი-ჰოფენჰაიმი 17:30
ფრაიბურგი-მაინცი 17:30
ლაიპციგი-ლევერკუზენი 17:30
ბაიერნი-დორტმუნდი 20:30
კვირა. 9 აპრილი
ჰერტა-აუგსბურგი 17:30
ინგოლშტადტი-დარმშტადტი 19:30
ბომბარდირები: 25 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 24 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი). 22 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 15 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).
იტალია. სერია A. XXXI ტური
შაბათი. 8 აპრილი
ემპოლი-პესკარა 17:00
ატალანტა-სასუოლო 20:00
იუვენტუსი-კიევო 22:45
კვირა. 9 აპრილი
სამპდორია-ფიორენტინა 14:30
უდინეზე-ჯენოა 17:00
კროტონე-ინტერი 17:00
მილანი-პალერმო 17:00
ბოლონია-რომა 17:00
კალიარი-ტორინო 17:00
ლაციო-ნაპოლი 22:45
ბომბარდირები: 23 - ანდრეა ბელოტი (ტორინო), ედინ ჯეკო (რომა); 20 - მაურო იკარდი (ინტერი), დრის მერტენსი (ნაპოლი); 19 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 18 - ჩირო იმობილე (ლაციო).
საფრანგეთი. ლიგა 1. XXXII ტური
პარასკევი. 7 აპრილი
ლილი-ნიცა 22:45
შაბათი. 8 აპრილი
ანჟერი-მონაკო 19:00
ნანსი-რენი 22:00
ბორდო-მეცი 22:00
ლიონი-ლორიანი 22:00
დიჟონი-ბასტია 22:00
კაენი-მონპელიე 22:00
კვირა. 9 აპრილი
ტულუზი-მარსელი 17:00
სტ. ეტიენი-ნანტი 19:00
პსჟ-გენგამი 23:00
ბომბარდირები: 27 - ედინსონ კავანი (პსჟ); 24 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 16 - რადამელ ფალკაო (მონაკო), ბაფეტიმბი გომისი (მარსელი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"