ტრაგედია: "ნიუკასლის" ექსფეხბურთელი 30 წლის ასაკში გარდაიცვალა

AutoSharing Option
"ნიუკასლ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი შეიხ ტიოტე მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ვარჯიშისას მოედანზე გონება დაკარგა.

კოტდივუარელი ფეხბურთელი ჩინეთის მეორე დივიზიონის კლუბ "ბეიჯინ ენტერპრაისისში" ასპარეზობდა. ის გუნდს თებერვალში შეუერთდა.

გონდაკარგული ტიოტე საავადმყოფოში გააქანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შაბათს 30 წლის ტიოტე გუნდს მორიგ ტურში "ბაოდინგთან" 4:2 გამარჯვებაში დაეხმარა. ტიოტეს "ანდერლეხტში", "ტვენტეში" და "როდაში" უასპარეზია. კოტ დივუარის ნაკრებში მან 52-ჯერ ითამაშა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული