ვიდეორეფერი შეცდა? - სკანდალი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე [VIDEO]

AutoSharing Option
ფიქრობთ, რომ ვიდეორეფერის შემოღების რევოლუციურმა გადაწყვეტილებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაგვავიწყოს ფეხბურთში მსაჯთა საორჭოფო გადაწყვეტილებები? კარგად დაფიქრდით, სანამ ამის მტკიცებას დაიწყებთ, რადგან სამხრეთკორეულ სუვონში კარგად გამოჩნდა, რომ ვიდეორეფერიც ცდება.

კორეაში, 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში იტალიასა და ზამბიას შორის, ვიდეორეფერიმ მსაჯის მცდარი გადაწყვეტილება კიდევ უფრო მცდარით შეცვალა! მატჩის 43-ე წუთისთვის ზამბია 1:0-ს იგებდა, ედვარდ ჩილუფია იტალიელთა საჯარიმოში შეიჭრა.

აფრიკელი "პალერმოს" მცველ ჯუზეპე პეცელას გასცდა, გასცდა მეკარესაც და... წაიქცა. პეცელასა და ზამბიელს შორის შესაძლოა, მცირე კონტრაქტი იყო კიდევაც, მაგრამ ჩილუფიამ ამის
მერე შვიდი ნაბიჯი გადადგა, მეკარეს გასცდა და მხოლოდ მერე დავარდა თეატრალურად. რეფერიმ პენალტის ნიშნულზე მიანიშნა, ხოლო ვიდეორეფერისთან კონსულტაციის შემდეგ, რომელმაც ურჩია, პეცელა დამნაშავეაო - სასჯელს წითელი ბარათი დაამატა.

კონსულტაციები 2 წუთს გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც მსაჯმა რამდენჯერმე შეცვალა გადაწყვეტილება. ბოლოს კი... ზამბიის სასარგებლოდ საჯარიმო დანიშნა და არა პენალტი, პეცელა კი გააძევა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საბოლოოდ, ამ თამაშში სამართალმა პური მაინც ჭამა - 10-კაციანმა იტალიამ ორჯერ შეძლო ანგარიშის ამოქაჩვა, ბოლოს კი 3:2 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ის ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება. ინგლისელებს დომინიკ სოლანკის გოლმა მოაგებინა მექსიკასთან მატჩში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
ლაივში თუ არ გიყურებიათ ისე სურათიდან ვერ შეაფასებთ სწორად ჯარიმა იმიტო დანიშნა რო ზედ ხაზთან ვითომ დაარღვია მარა ტიპი ლარის ხაზღან წაიქცა რო ნახა რო არაფერი გამოდიოდა თან ისე სამსახიობოდ გააფორმა ამასს არა მარა ვიდეო რეფერს მილიონჯერ უყურა და ზამბიელი გაეფრთხილებინა კორპუსით მიაწვა ფეხებშიც კი არ ჩავარდნია
ნოდო
07 ივნისი 2017 16:33
0
დააკვირდით და ნახავთ როგორ ატყუებს მეკარეს, ფეხბურთელი მეკარისთვის მოტყუებაზე ფიქრობს ესეიგი წონასწორობა უკვე არდგენილი ქონდა მაგრამ ტიპი უკვე იმას ნანობდა თავიდანვე რომ არ წაიქცა და ამ ,,შეცდომის" გამოსასწორებლად ვითომ მეკარემ წააქცია (დააკვირდით ბოლო მომენტში მარჯვენა ფეხს როგორ ტოვებს, ვითომ მეკარემ გამოდო ხელი) ყვინთავს.
giorgi
07 ივნისი 2017 14:37
0
სისულელეა ფეხბურთში ვიდეორეფერის გამოყენება, ეს ფეხბურთს ხიბლს დაუკარგავს, ფეხბურთი იმითააა ლამაზი რომ დინამიური თაშია და მსაჯების შეცდომაც ამის ნაწილია, თუ ეს სისტემა დაინერგება ეს იქნება უდიდესი შეცდომა და უკანგადადგმული ნაბიჯი ფეხბურთისთვის
dato
07 ივნისი 2017 14:12
0
ყველაფერი სამართლიანად დაუნიშნავს, წითელი ბარათი ყველა ვარიანტში იყო, ფოლი საჯარიმოს გარეთ, ასეთ სისწრაფეზე უკნიდან მცირე შეხებაც კი აკარგინებს წონასწორობას, იმას არ აქვს მნიშვნელობა როდის წაიქცა.
soccer
07 ივნისი 2017 14:03
0
არაფერი სამართლიანი ამაში არ ყოფილა, საინტერესო კი ისაა, რომ არც სიმულაციას არ ქონია ადგილი. თუ კიდევ ერთხელ ნახავთ, დარწმუნდებით, რომ ზამბიელს ბოლო ნაბიჯზე ოდნავ გადაუბრუნდა ფეხი და ამიტომაც წაიქცა.
გიორგი
07 ივნისი 2017 13:08
0
zaza-s ვეთანხმები, ყველაფერი სწორად შეაფასეს, ამ რაკუსით ძნელია დარწმუნებით თქვა, მაგრამ პეცელა ოდნავ შეეხო საჯარიმოს გარეთ და წონასწორობა დააკარგვინა, ვიდეორეფერი სწორია.
გუსანი
07 ივნისი 2017 12:42
0
რატომ და იმიტომ რომ: გოლი + გაძევება > გოლი
zaza-s
07 ივნისი 2017 12:39
0
რა პენალტი და რა წითელი ბარათი, სიმულანტობისთვის თვითონ არის გასაგდები.
დათო
07 ივნისი 2017 12:17
0
ალბათ მაინც შეიძლება ითქვას,რომ მაღალ სისწრაფეში წონასწორობა დააკარგვინა მცველმა და იმიტომ წაიქცა.
აბა რათ უნდა უნდოდეს მეკარიან კარში 11 მეტრიდან დარტყმა,როცა 3 მეტრში ცარიელი კარი უდგას?...
zaza
07 ივნისი 2017 11:29
0
ძალიან უცნაური და საინტერესო მომენტია.კონტაქტი რა თქმა უნდა იყო პეცელასთან.წონასწორობა რა თქმა უნდა დაკარგა,მაგრამ თეატრალურად რატომ უნდა წაიქცე პენალტის მოთხოვნით,როცა წინ 3 მეტრში ცარიელი კარები გაქვს?...
zaza
07 ივნისი 2017 11:00
0

სიახლეები პოპულარული