არდა თურანი ჟურნალისტს ყელში სწვდა - თურქი სანაკრებო კარიერას ასრულებს

AutoSharing Option
"ჰიურიეთის" ინფორმაციით, "ბარსელონას" ნახევარმცველ არდა თურანს თურქ ჟურნალისტთან ინციდენტი მოუვიდა. თურქეთის ნაკრები სკოპიედან იტალიაში მიფრინავდა, საიდანაც სლოვენიაში უნდა გამგზავრებულიყო, სადაც გუნდი კოსოვოსთან საკვალიფიკაციო მატჩისთვის უნდა მოემზადოს.

არდა თურანს შეკამათება მოუვიდა "მილიეთის" ჟურნალისტ ბილალ მესესთან. ფეხბურთელმა ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა და მას ყელში სწვდა. ჩხუბში ფეხბურთელები ჩაერივნენ და დაპირისპირებული მხარეები გააშველეს. კოსოვოსთან თურქეთის ნაკრებს 11 ივნისს ელის დაპირისპირება.

არდა კოსოვოსთან აღარ ითამაშებს, რადგან გუნდიდან მოკვეთეს.

"ბარსელონას" 30 წლის ვარსკვლავის პასუხი კიდევ უფრო მწვავე იყო - მან თურქეთის ნაკრებში სამომავლოდ თამაშზეც უარი განაცხადა:
"ვფიქრობ, რომ ჩემი დრო მოვიდა, ვასრულებ ეროვნულ ნაკრებში თამაშს", - განაცხადა მან სლოვენიაში.

არადა, არდას 100 კეპამდე სულ რაღაც 4 თამაში აკლდა...

დაპირისპირების მიზეზი ვეტერანი ჟურნალისტის წერილი ყოფილა, რომლის თანახმადაც, ფეხბურთელები ევრო 2016-ზე უფრო დიდ ბონუსებს ითხოვდნენ. არდამ ჟურნალისტს კატეგორიულად მოსთხოვა, დაესახელებინა პირი, ვინც შეუკვეთა ეს სტატია. სხვათა შორის, "მილიეთის" მფლობელი ილდირიმ დემირორენი ამავე დროს თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
გულშემატკივარს თუნდაც ჯურნალისტის შეურაწყოფისთვის ნაკრებიდან მოკვეთს ბარსელონას ფეხბურთელი და უზრდელ ნავალოვსკის არავინ მოსთხოვა პასუხი გულშემატკივრის გინებისთვის .... აი ესაა განსხვავება და აი ამიტომ ვერასდროს მივალთ ამათ დონემდე :@
uchas fani
13:14 07-06-2017
0
კეპამდე? ფეხბურთშიც არიგებენ კეპებს? ))
0

სიახლეები პოპულარული