"მომწონს, როგორ თამაშობენ რუსეთის ნაკრების ფეხბურთელები კონფედერაციათა თასზე და შემიძლია ვთქვა, რომ ერთი წლის შემდეგ რუსეთის ნაკრები უფრო ძლიერი გახდა.
ვის გამოვარჩევდი რუსეთის ნაკრებიდან? ცენტრალური მცველი გიორგი ჯიქია მომეწონა. ის კარგად თამაშობს თავით, კარგად ირჩევს პოზიციას და დაცვაში პარტნიორებს აზღვევს.
თუ ასეთ ტემპში გააგრძელებს, მას შეუძლია რომელიმე ევროპულ კლუბში გადავიდეს", - თქვა საუთგეიტმა.
მომზადებულია iz.ru-ს მიხედვით