U21. ევროპის ჩემპიონატი. ჯგუფური ეტაპის მიმოხილვა: სუპერწყვილები ნახევარფინალში

AutoSharing Option
პოლონეთში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ნახევარფინალური წყვილები გამოვლინდა, ისეთები, რომ ავ თვალს არ ენახება - ინგლისი გერმანიას დაუპირისპირდება, ხოლო ესპანეთი - იტალიას.

ისე, რომ არ უთამაშიათ, ბოლო დღეს სლოვაკთა საკითხი გადაწყდა უარყოფითად. არადა, თითქოს, მათ უნდა მოეპოვებინათ საუკეთესო მეორეადგილოსანის სახელი, თუმცა იტალია-გერმანიის შეხვედრაში მოულოდნელობები დატრიალდა...

ჩემპიონატის დაწყების წინ სამ ნაკრებს გამოჰყოფდნენ: ესპანეთს, პორტუგალიასა და იტალიას, რომელთაც მართლაც ძალიან ძლიერი შემადგენლობები ჰყავთ. სელადესის, ლუიჯი დი ბიაჯოსა და რუი ჟორჟეს გუნდებში უკვე შემდგარი ვარსკვლავები თამაშობენ.

მაგრამ პორტუგალიას არ გაუმართლა,
როცა ესპანეთთან ერთად მოხვდა ჯგუფში, სამი ჯგუფის სამ გამარჯვებულს მხოლოდ ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი ემატებოდა.

გერმანიის ნაკრებმა ტურნირზე მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, თუმცა ფედერიკო ბერნარდესკის იმ გოლით იტალიის ნაკრები ურთულესი სიტუაციიდან გამოძვრა, მოიგო 1:0 და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ამ სლოვაკებს ნახევარფინალის საგზური "ჯიბიდან" ამოაცალა.

ეიდი ბოტროიდის ინგლისმა ურთულესი ჯგუფი დაძლია, სადაც მასპინძელთა გუნდიც ასპარეზობდა. გადამწყვეტი II ტურის მატჩი გამოდგა, რომელშიც ალბიონელებმა მოუსონისა და რედმონდის გოლებით შემოატრიალეს თითქმის წაგებული თამაში სლოვაკეთთან.

ესპანეთმა ჯგუფში ყველაფერს თავისი სახელი უწოდა - მარკო ასენსიოს ჰეთ თრიკის წყალობით დაიბრიყვა მაკედონია, პორტუგალიასა და მის ვარსკვლავ ბრუმას ჭიდილში 3:1 აჯობა და ბარსელონელი დენის სუარესის ერთადერთი გოლის წყალობით კი სერბეთს მოუგო.

მას მერე, რაც იტალიელებმა ჩეხებთან წააგეს, რომელთა რიგებში "იუვენტუსის" ახალწვეული პატრიკ შიკი თამაშობდა, ბევრს არ ეგონა, რომ გუნდი პირველი ადგილით დაასრულებდა ჯგუფურ ეტაპს, მაგრამ ჯანლუიჯი დონარუმამ გოლი არ გაუშვა, ხოლო ბერნარდესკის გასროლამ ახლო მანძილიდან ისე მოუპოვა იტალიას ნახევარფინალის საგზური, რომ არც მეტოქე გერმანია აზარალა.

გამოკითხულთა 40% მიიჩნევს, რომ ფინალში გერმანია და ესპანეთი გავლენ, თუმცა მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ...

A ჯგუფი
I ტური
შვედეთი-ინგლისი 0:0

პოლონეთი-სლოვაკეთი 1:2
გოლები: 1:0 ლიპსკი (1), 1:1 ვალიენტი (27), 1:2 შაფრანკო (78)

II ტური
სლოვაკეთი-ინგლისი 1:2
გოლები: 1:0 ხრიენი (23), 1:1 მოუსონი (50), 1:2 რედმონდი (61)

პოლონეთი-შვედეთი 2:2
გოლები: 1:0 მონეტა (6), 1:1 სტრანდბერგი (36), 1:2 უნე-ლარსონი (41), 2:2 კოვნაცკი (90-პენ)

III ტური
ინგლისი-პოლონეთი 3:0
გოლები: 1:0 გრეი (6), 2:0 მერფი (69), 3:0 ბეიკერი (82-პენ)

სლოვაკეთი-შვედეთი 3:0
გოლები: 1:0 ხრიენი (5), 2:0 მიჰალიკი (22), 3:0 შატკა (73)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 3 2 1 0 5-1 7
2. სლოვაკეთი 3 2 0 1 6-3 6
3. შვედეთი 3 0 2 1 2-5 2
4. პოლონეთი 3 0 1 2 3-7 1

B ჯგუფი
I ტური
პორტუგალია-სერბეთი 2:0
გოლები: 1:0 გედეში (37), 2:0 ფერნანდეში (88)

ესპანეთი-მაკედონია 5:0
გოლები: 1:0 ს. ნიგესი (10), 2:0 ასენსიო (16), 3:0 დეულოფეუ (35-პენ), 4:0 ასენსიო (54), 5:0 ასენსიო (72)

II ტური
სერბეთი-მაკედონია 2:2
გოლები: 1:0 გაჩინოვიჩი (24), 1:1 ბარდჰი (64-პენ), 1:2 გიორგიევი (83), 2:2 ჯურჯევიჩი (90)
გაძევება: პანკოვი (90. სერბეთი)

პორტუგალია-ესპანეთი 1:3
გოლები: 0:1 ს. ნიგესი (21), 0:2 რამირესი (64), 1:2 ბრუმა (77), 1:3 ვილიამსი (90)

III ტური
მაკედონია-პორტუგალია 2:4
გოლები: 0:1 ედგარ იე (2), 0:2 ბრუმა (22), 1:2 ბარდჰი (40), 1:3 პოდენსე (57), 2:3 მარკოსკი (80), 2:4 ბრუმა (90)
გაძევება: ჟოტა (90. პორტუგალია)

სერბეთი-ესპანეთი 0:1
გოლი: 0:1 დ. სუარესი (38)
გაძევება: ჯურჯევიჩი (40. სერბეთი)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ესპანეთი 3 3 0 0 9-1 9
2. პორტუგალია 3 2 0 1 7-5 6
3. სერბეთი 3 0 1 2 2-5 1
4. მაკედონია U21 3 0 1 2 4-11 1

C ჯგუფი
I ტური
გერმანია-ჩეხეთი 2:0
გოლები: 1:0 მაიერი (44), 2:0 გნაბრი (50)

დანია-იტალია 0:2
გოლები: 0:1 პელეგრინი (54), 0:2 პეტანია (86)

II ტური
ჩეხეთი-იტალია 3:1
გოლები: 1:0 ტრავნიკი (24), 1:1 ბერარდი (70), 2:1 ჰავლიკი (79), 3:1 ლიუფნერი (85)

გერმანია-დანია 3:0
გოლები: 1:0 ზელკე (52), 2:0 კემპფი (72), 3:0 ამირი (79)

III ტური
ჩეხეთი-დანია 2:4
გოლები: 0:1 ანდერსენი (23), 1:1 შიკი (27), 1:2 ზოჰორე (35), 2:2 ხორი (54), 2:3 ზოჰორე (73), 2:4 ინგვარტსენი (90)

იტალია-გერმანია 1:0
გოლი: 1:0 ბერნარდესკი (30)

თ მ ფ წ ბ ქ
1. იტალია 3 2 0 1 4-3 6
2. გერმანია 3 2 0 1 5-1 6
3. დანია 3 1 0 2 4-7 3
4. ჩეხეთი 3 1 0 2 5-7 3

საუკეთესო II ადგილის ცხრილი

თ მ ფ წ ბ ქ
1. გერმანია 3 2 0 1 5-1 6
2. სლოვაკეთი 3 2 0 1 6-3 6
3. პორტუგალია 3 2 0 1 7-5 6

1/2-ფინალი
სამშაბათი. 27 ივნისი
ინგლისი-გერმანია 20:00
ესპანეთი-იტალია 23:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული