გავიხსენოთ, რა მოხდა - ევროპის ჩემპიონატზე 12 გუნდი თამაშობდა 3 ჯგუფში.
ნახევარფინალში კი, გამარჯვებულების გარდა, საუკეთესო მეორეადგილოსანი გადიოდა - ყველაფერი გერმანია-იტალიის მატჩში წყდებოდა. სლოვაკეთს, თითქოს, ჯიბეში ჰქონდა საუკეთესო მეორეადგილოსნის საგზური, გერმანია 6 ქულით ლიდერობდა, ხოლო იტალიას 3 ქულა ჰქონდა და აქ ფედერიკო ბერნარდესკის ერთადერთი გოლით იტალიელებმა იმარჯვეს და... საუკეთესო მეორეადგილოსანი გერმანია გახდა, ხოლო
თანაც, ბერნარდესკის გოლი უკვე პირველივე ტაიმში გავიდა და მეორეში თამაშს სიმწვავე მართლაც მოაკლდა.
რობერტ ფიკომ, სლოვაკეთის მთავრობის პირველმა პირმა ამ მატჩს ფარსი უწოდა:
"მტკიცედ მწამს, რომ უეფა ამ ფარსს გამოიძიებს და მომავალი ტურნირისთვის ისე შეიცვლება ფორმატი, რომ წინა პლანზე სპორტულმა პრინციპმა წამოიწიოს და მსგავსი გარიგებები თავიდან ავიცილოთ. გერმანიამ და იტალიამ თავიანთი ქმედებით დიდი დარტყმა მიაყენეს ამ თამაშსა და მთლიანად ტურნირს. ეს იყო ორივე მხრიდან დადგმული ფარსი", - აცხადებს პრემიერ-მინისტრი უეფასადმი მიწერილ წერილში.
მანამდე სლოვაკეთის ნაკრების თავკაცმა პაველ ჰაპალმა გერმანია-იტალიას "დიდი იმედგაცრუება და უსამართლო მატჩი" უწოდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"