ბედნიერებისგან თავს ვერ ვიკავებ - კრიშტიანო რონალდო ტყუპის მამა გახდა

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდოს ახლა არც კონფედერაციათა თასი აინტერესებს და არც "რეალიდან" სავარაუდო ტრანსფერი, რომლითაც მთელი ევროპა აალაპარაკა - როგორც კი კონფედერაციათა თასის ნახევარფინალში პორტუგალიის ნაკრები პენალტების სერიაში დამარცხდა ჩილესთან, 32 წლის ვარსკვლავი აშშ-ში გაფრინდა თავისი ახალშობილი ტყუპის სანახავად.

ფერნანდო სანტუშმა რონალდო ნაკრებიდან ამ საპატიო მიზეზით დაითხოვა. ასე რომ, ევროპის ჩემპიონი მე-3 ადგილისთვის მატჩში "რეალის" სუპერვარსკვლავს მოისაკლისებს.

კრიშტიანომ კი მალევე გამოამზეურა ფოტო თავის ტყუპთან ერთად. რონალდოს ტყუპი სუროგატი დედისგან შეეძინა ამერიკის დასავლეთ სანაპიროს ერთ-ერთ ქალაქში. ტყუპს ევა და მატეო დაარქვეს.

შეგახსენებთ, რომ
კრიშტიანოს ჰყავს 6 წლის ვაჟი - კრიშტიანო რონალდო-უმცროსი, რომელიც ასევე სუროგატმა დედამ გააჩინა.

"ისეთი ბედნიერი ვარ, რომ თავს ვერ ვიკავებ, ჩემს ცხოვრებაში ორი ახალი სიყვარული შემოიჭრა", - წერს რონალდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დუბლი აქაც შეასრულა გაეზარდოს
misha
20:58 30-06-2017
0
ხომ ვამბობდი გეიათქო :))))))))))
eeeeee
20:58 30-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული