2 ივლისს სანკტ პეტერბურგში კონფედერაციათა თასის ფინალური მატჩი გაიმართა, გერმანიისა და ჩილეს ნაკრებებს შორის, რომელიც გერმანიამ მინიმალური ანგარიშით მოიგო - 1:0.
მე-20 წუთზე მატჩის ერთადერთი გოლი ლარს შტინდლმა გაიტანა ტიმო ვერნერის პასით.
შეგახსენებთ, რომ დღის პირველ ნახევარში მე-3 ადგილისთვის მატჩი გაიმართა, პორტუგალიის ნაკრებმა დამატებით დროში 2:1 სძლია მექსიკის გუნდს და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა.