იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ამტკიცებს, რომ ჩინური კლუბი "ტიანძინ ციუანძიანი" "დორტმუნდს" პიერ-ემერიკ ობამეიანგის სანაცვლოდ 85 მილიონ ევროს სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის გაბონელით ლონდონის "ჩელსიც" არის დაინტერესებული, ისევე, როგორც "მილანი" და "პარი სენ-ჟერმენი".
ობამეიანგის მოქმედი კონტრაქტი გერმანულ კლუბთან 2020 წლამდეა ძალაში.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.