"არსენალი" "ბაიერნს" ევროპაში ვერა, მაგრამ ჩინეთში უგებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზედიზედ სამი თამაშის წაგების შემდეგ, ლონდონის "არსენალმა" მიუნხენის "ბაიერნთან" მოგების გემო გაიხსენა. მართალია, ამხანაგურ მატჩში და თერთმეტმეტრიანების სერიით, მაგრამ ზედიზედ 3-ჯერ 1:5 წაგების შემდეგ, ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა.

ჩინეთში მიმდინარე ამხანაგურ ტურნირზე, საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე, "ბაიერნი" დიდ უპირატესობას ფლობდა და კარლო ანჩელოტის გუნდი მოგებასთან ძალიან ახლოსაც იყო, თუმცა რობერტ ლევანდოვსკის მიერ მე-9 წუთზე გატანილი თერთმეტმეტრიანი ივობიმ მე-4 დამატებულ წუთზე გაქვითა. თერთმეტმეტრიანების სერიაში კი, ლონდონელებმა 3:2 მოიგეს.

შეხვედრის ანტიგმირად "ბაიერნის" პორტუგალიელი ნახევარმცველი რენატუ სანშეში მოგვევლინა, რომელმაც 94-ე წუთზე ბურთი დაკარგა და
ლონდონელებს საგოლე კონტრშეტევის წარმოწყების საშუალება მისცა, შემდეგ კი, გუნდი თერთმეტმეტრიანების სერიაშიც დააღალატა.

"ბაიერნის" შემადგენლობა: შტარკე (ფრუხტლი 46), რაფინია (გიოტცე 75), მარტინესი (კომანი 46), ჰუმელსი, ბერნატი, ტოლისო (დორში 75), ალაბა, რიბერი (ფრიდლი 75), მიულერი (სანშეში 46), ხამესი (პანტოვიჩი 64), ლევანდოვსკი (ვინტზჰაიმერი 64)
"არსენალის" შემადგენლობა: ჩეხი (მარტინესი 72), ბიელიკი (ბრამალი 46), ელნენი, მონრეალი, მეიტლენდ-ნილსი, კოკელინი (უილოკი 46), ქსაკა (რემსი 62), კოლასინაცი (ნელსონი 43), იოზილი (იოვბი 46), უელბეკი (ნკეტია 72), ლაკაზეტი (უოლკოტი 46)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული