დელე ალი და სხვები - ყველაზე ძვირი ახალგაზრდები

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" ნახევარმცველი დელე ალი 21 წლამდე ფეხბურთელებს შორის ყველაზე ძვირდღირებულ მოთამაშედ აღიარეს. რეიტინგი ინტერნეტ-რესურს Soccerex-ის მიერ არის შედგენილი.

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის ფასი 82.6 მილიონ ევროს შეადგენს. ამ თანხას ადგენენ ისეთი მაჩვენებლებით, როგორიცაა - ასაკი, პოზიცია, კონტრაქტის ხანგრძლივობა, გოლებისა და მატჩების რაოდენობა საერთაშორისო დონეზე. ალიმ 20 მილიონზე მეტით გაუსწრო "მონაკოს" ვუნდერკინდს კილიან მბაპეს.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელთა კლასიფიკაცია ასეთია:

1. დელე ალი ("ტოტენჰემი") - 82,6 მლნ
2. კილიან მბაპე ("მონაკო") - 61,7 მლნ
3. უსმან დემბელე ("დორტმუნდი") - 60,9 მლნ
4. ლერონ სანე ("მანჩესტერ სიტი") - 51,1 მლნ
5. მარკო ასენსიო ("რეალი") - 42,7 მლნ

6. გაბრიელ ჟესუსი ("მანჩესტერ სიტი") - 42,6 მლნ
7. მარკუს რეშფორდი ("მანჩესტერ იუნაიტედი") - 40,6 მლნ
8. ჯანლუიჯი დონარუმა ("მილანი") - 40,5 მლნ
9. ტიმო ვერნერი ("ლაიპციგი") - 35,6 მლნ
10. კინგსლი კომანი ("ბაიერნი") - 35 მლნ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი იქნებოდა ფასთან ერთად ასაკიც მიგეთითებინათ.
murtalo
18:23 21-07-2017
0

სიახლეები პოპულარული