ფიფა-ს 35 მილიონ დოლარზე უჩივიან

AutoSharing Option
ბრაზილიელმა გეინე ალემანიემ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაში გაგზავნა შეტყობინება მოთხოვნით - შეწყდეს საფეხბურთო მატჩების დროს მისი გამოგონების - მალექრობადი სპრეის გამოყენება.

"ფიფა-ს ისეთი პოზიცია უჭირავს, თითქოს არაფერი იცის ჩემს შესახებ. ჩემი წერილიდან ცხადია, რომ პატენტი არსებობს. ფედერაცია კი თავს ისე გვაჩვენებს, თი
თქოს მას ეს არ ეხება. და აგრძელებს ჩემს ძარცვას.
მე არ მჭირდება აღიარება - მთელს მსოფლიოში ისედაც ყველამ იცის, რომ მე ვარ ამ სპრეის გამომგონებელი. მე მჭირდება ფიფა-ს მხრიდან პატივისცემა, მინდა სამართლიანობა და აგრეთვე, 35 მილიონი დოლარი, თუმცა მხოლოდ
ფულში საქმე არ არის", - მოჰყავს ალემანიეს სიტყვები გამოცემა Globo-ს.

ფიფა-ში ალემანიეს ბრალდებას უსაფუძვლო უწოდეს და უარი თქვეს სპრეის გამოყენების შეჩერებაზე.

"ადრე თქვენ არ მოგიწოდებიათ ჩვენთვის პატენტის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. თქვენი წერილი მხოლოდ უსამართლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს შეიცავს ფიფა-ს წინააღმდეგ. მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ ეს საქმე", - წერია ფიფა-ს საპასუხო წერილში.

ალემანიემ მალექრობადი სპრეი 2000 წელს გამოიგონა. პირველად ფეხბურთში ის 2001 წელს გამოიყენეს - ჟოაო აველანჟის თასზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფიფა-ს და უეფას 3 წლის უკან და
ჩვენს ფედერაციას ორჯერ
გავუგზავნე 10 პუნქტიანი სიახლე
არსებულ წესებში. პასუხის გაცემაც
კი არ იკადრეს.
მე-6 პუნქტის მთავარი პრინციპი,
რომელიც ფრეს შემთხვევაში დამატებითი მონაცემის გამოყენების
შემდეგ დამატებით 1ქულას აძლევდა
ერთერთ გუნდს ან ისევ თანაბრობის
შემთხვევაში სტუმარ გუნდს მიეცემოდა
1ქულა.
ფაქტიურად ფრე მოვუსპე და ამათ
ისე გაატარეს ვითომდა არაფერი
საინტერესო ამ სიახლეებში არ იყო.
საეთაშორისო ჩემპიონთა ლიგაზე
რამდენიმე მატჩი ფრედ დასრულდა და
პენალტების სერიაში გამარჯვებულს
2ქულა მისცეს, დამარცხებულს 1.
დასკვნების გამოტანა ჩემი საქმე არ
არის, ისე ხალხმა უნდა იცოდეს ყველა
სიახლე სულ სხვა თამაშიდანაა და მალე გაიმართება ამ ახალი თამაშების
პრეზენტაცია.

ვეტერანი
23:58 30-07-2017
0

სიახლეები პოპულარული