შეგახსენებთ, ბოლო დროს ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკებში პოსტსაბჭოთა ქვეყნების ერთიანი ჩემპიონატის შექმნის ვარიანტებზე ბევრს მსჯელობენ.
ქვეყნები, რომლებიც თავიანთი ეროვნული ჩემპიონატების გაერთიანებას მოინდომებენ, მზად უნდა იყვნენ იმისთვისაც, რომ რომელიმე მათგანი აუცილებლად ჩემპიონთა ლიგის გარეთ დარჩება. სწორედ ამაზე მიანიშნა უეფას პრეზიდენტმა ნიონში გამართულ შეხვედრაზე მასმედიის წარმომადგენლებს.
"მე ვთქვი, რომ ტრანსნაციონალური ლიგის შექმნის იდეაზე საუბარს არ გავურბივართ. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი და მოგახსენებთ, რომ რეაქცია არაერთგვაროვანი იყო, თუმცა ნეგატიური დამოკიდებულება პოზიტიურს
არსებობს რამდენიმე დაბრკოლება. მაგალითად, თუკი რამდენიმე ლიგა გაერთიანებას მოინდომებს, წამოიჭრება უსაფრთხოებასთან, საგადასახადო და სხვა ნორმატივებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რიგის საკითხები.
ასე რომ, ჩვენ ჯერ იმაში უნდა დავრწმუნდეთ, რომ გაერთიანების მოსურნეები იდეის განხორციელებისთვის მზად, პირველ რიგში, პოლიტიკური კუთხით არიან.
რაც შეეხება წმინდა სპორტულ მხარეს... ვფიქრობ, იმ ორ ქვეყანას, რომლებსაც ჩემპიონატების გაერთიანება სურთ, ჩემპიონთა ლიგაში თამაში კვლავაც ენდომებათ.
ვინაიდან ისინი ერთიან ჩემპიონატში იქნებიან წარმოდგენილნი, ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის უფლებას მხოლოდ ის გუნდები მიიღებენ, რომლებიც პირველ-მეორე ადგილებს დაიკავებენ. შესაბამისად, არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ ორიდან ერთი ქვეყანა ჩემპიონთა ლიგაში სულაც წარმომადგენლის გარეშე დარჩეს", - დასძინა უეფას პრეზიდენტმა.
ასევე იხილეთ:
საქართველო და СНГ - ნოსტალგიის გარეშე
უეფა დსთ-ის ჩემპიონატის შექმნის იდეის განსახილველად მზადაა
სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია დსთ-ის ერთიანი ჩემპიონატის შექმნას მიესალმება