წყვილების გამოკვეთილმა ფავორიტებმა, სამხრეთ აფრიკამ და მაროკომ, კაბო ვერდეს და ანგოლას ვერაფერი დააკლეს და აქ საქმე მხოლოდ ანგარიშში არ არის – ორივე შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და გამოკვეთილი უპირატესობა არც ერთ გუნდს ჰქონია.
კვირას B ჯგუფის მატჩები გაიმართა. ფავორიტმა მალიმ გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოუგო ნიგერს. შეხვედრის ერთადერთი გოლი ყოფილმა “ბარსელონელმა” სეიდუ კეიტამ გაიტანა. განის ნაკრები კი, მიუხედავად იმისა, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებს ორი ბურთით უგებდა, საბოლოოდ მხოლოდ ქულას
განელთა მხრიდან გოლები უდინელმა აგეიმანგ ბადუმ და ყოფილმა “უდინეზელმა” კვადვო ასამოამ გაიტანეს. გოლით გამოირჩა დიუმერსი მბოკანიც, რომელმაც ანგარიში პენალტით გაათანაბრა.
A ჯგუფი
ს. აფრიკა-კაბო ვერდე 0:0
ანგოლა-მაროკო 0:0
B ჯგუფი
განა-კონგოს დრ 2:2
გოლები: 1:0 აგიემანგ ბადუ (40), 2:0 კ. ასამოა (50), 2:1 მპუტუ (53), 2:2 მბოკანი (69-პენ).
მალი-ნიგერი 1:0
გოლი: 1:0 ს. კეიტა (84).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
აფრიკის ერთა თასი იწყება