მვინეს ბენეფისი: მოგერიებული პენალტი და გოლი

AutoSharing Option
C ჯგუფის ცენტრალური შეხვედრა ტურნირის მოქმედ ჩემპიონს და ერთ-ერთ ფავორიტს შორის გაიმართა.

მართალია, ნიგერიის შემადგენლობა ისეთი შთამბეჭდავი აღარ არის, როგორიც წლების წინ იყო, მაგრამ სტივენ კეშის გუნდი მაინც საკმაოდ ძლიერია.

შეხვედრის პირველ ტაიმში ნიგერიამ მეტოქე აშკარად დაჯაბნა და გოლის გატანაც არაერთხელ შეეძლო. განსაკუთრებით გამორჩეული მოსკოვის “სპარტაკის” ფორვარდი, ემანუელ ემენიკე იყო, რომელიც ბევრს მოძრაობდა, მომენტებსაც ქმნიდა, მაგრამ პირველ ტაიმში თავის გამოჩენა ვერ შეძლო.

გოლის გატანის ყველაზე რეალური მომენტი ჯონ ობი მიკელს შეექმნა, რომელმაც 26-ე წუთზე აჰმედ მუსას მიერ მოპოვებული პენალტი ვერ
გამოიყენა.

ნიგერიელთა უპირატესობა გოლში მხოლოდ მეორე ტაიმში აისახა – 57-ე წუთზე, იმავე ემენიკემ ბურთი ობი მიკელისგან მიიღო, ერთი მეტოქე ჩამოიტოვა და კენედი მვინეს ახლო კუთხეში გაუტანა.

მატჩის ნამდვილი გმირი სწორედ ეს უკანასკნელი გახდა. ზამბიელთა მეკარემ არა მარტო პენალტი და ბევრი სახიფათო დარტყმა მოიგერია, არამედ 85-ე წუთზე თვითონ გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა.

ამ მომენტში აშკარად შეცდა შეხვედრის არბიტრი, რომელმაც ნიგერიელთა კარში გამოგონილი 11-მეტრიანი დანიშნა, ბურთთან ზამბიის ნაკრების მეკარე მივიდა და ვინსენტ ენიეამას აუღებელი დაურტყა. მვინემ ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა (75 თამაშში), საკლუბო კარიერაში კი მის ანგარიშზე 10 გოლია.

საბოლოოდ, შეხვედრა 1:1 დასრულდა და ამ ჯგუფში ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება.
აფრიკის თასი. სამხრეთ აფრიკა 2013. II ტური

C ჯგუფი


ზამბია-ნიგერია 1:1
გოლი: 0:1 ემენიკე (57), 1:1 მვინე (85-პენ).
გამოუყენებელი პენალტი: ობი მიკელი (26. ნიგერია)

ბურკინა ფასო-ეთიოპია 4:0


თ მ ფ წ ბ ქ
1. ბურკინა ფასო 2 1 1 0 5-1 4
2. ზამბია 2 0 2 0 2-2 2
3. ნიგერია 2 0 2 0 2-2 2
4. ეთიოპია 2 0 1 1 1-5 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აფრიკის ერთა თასი: განას პირველი სამი ქულა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული