26 წლის კიპერმა ლიგა 1-ში გოლი უკანასკნელად 1 დეკემბერს, "ნიცასთან" გამართული მატჩის 85-ე წუთზე გაუშვა, როდესაც ვალენტინ ეისერიკმა საკუთარ გუნდს 2:1 მოაგებინა. იქიდან მოყოლებული, პარიზელებს გოლი უკვე შვიდი მატჩია, არ გაუშვიათ. ამ პერიოდში პსჟ-ის მეტოქეები იყვნენ: "ევიანი", "ვალანსიენი", "ლიონი", "ბრესტი", "აიაჩო", "ბორდო" და "ლილი". მიუხედავად ამ მიღწევისა, სირიგუს საფრანგეთის ჩემპიონატის რეკორდამდე მაინც ბევრი აშორებს – 2005/06 წლების სეზონში "სენტ ეტიენის" მეკარე ჟერემი
"ლილთან" შეხვედრაში პარიზელებმა კარისკენ სულ ორჯერ დაარტყეს და ორივეჯერ არაზუსტად, მაგრამ იმის გამო, რომ 67-ე წუთზე ორელიენ შეჯუმ ბურთი საკუთარ კარში გაიტანა, "პარი სენ ჟერმენმა" მატჩი 1:0 მოიგო და 1996/97 წლების სეზონის შემდეგ "ძაღლებთან" ჩემპიონატში ორივე მატჩის მოგება პირველად მოახერხა.
24 – წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ინგლისის თასზე რიგით მეხუთე დივიზიონის გუნდმა უმაღლესი ლიგის წევრი დაამარცხა. "სატონ იუნაიტედის" 1989 წლის მიღწევა, როდესაც ამ გუნდმა "ქოვენთრის" 2:1 მოუგო, წელს "ლუტონმა" გაიმეორა, რომელმაც "ნორვიჩს", სკოტ რენდელის მიერ მე-80 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით მოუგო. ამ გუნდის შედეგი უფრო გასაოცარია, რადგან 80-იანი წლების შემდეგ სხვაობა დივიზიონების გუნდებს შორის კიდევ უფრო გაიზარდა, თანაც "ლუტონმა" "იადონებს" სტუმრად მოუგო.
ზოგადად, ასოციაციის თასის ეს ეტაპი პრემიერლიგის გუნდებისთვის წარუმატებელი გამოდგა, რადგან ქვედა ლიგების გუნდებთან უმაღლესი დივიზიონის ერთბაშად ხუთი წარმომადგენელი დამარცხდა, ასეთი რამ კი 1994 წლის შემდეგ არ მომხდარა, ხოლო 1927 წლის შემდეგ მხოლოდ მეშვიდედ მოხდა.
"ლივერპულმა", ლუის სუარესის მორიგი გოლის მიუხედავად, რომელიც ურუგვაელისთვის ბოლო 8 მატჩში მე-8 იყო, 2:3 წააგო "ოლდჰემთან" და 1999/2000 წლების სეზონის შემდეგ ქვედა ლიგის წარმომადგენელთან მეექვსედ დამარცხდა.
"ნორვიჩის" და "ლივერპულის" გარდა, თასის გათამაშებას ასევე "ასტონ ვილა", "ქუინზ პარკ რეინჯერსი" და "ტოტენჰემი" გამოეთიშნენ.
21 – წლის წინ ალჟირის ნაკრები აფრიკის თასს მოქმედი ჩემპიონის რანგში, ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა. ალჟირელთა ეს შედეგი 2013 წელს ზამბიის ნაკრებმა გაიმეორა, რომელმაც ბურკინა ფასოსთან 0:0 ითამაშა. საბოლოოდ ზამბიამ ჯგუფში სამივე მატჩი ფრედ დაასრულა და მესამე პოზიციაზე გავიდა. საინტერესოა, რომ ზამბიელებს აფრიკის თასზე 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, უკვე გავარდნენ.
მეორე ადგილზე ნიგერია გავიდა, რომელმაც ვიქტორ მოზესის დუბლის წყალობით, ეთიოპიას მოუგო. ჯგუფის გამარჯვებული კი, ბევრისთვის მოულოდნელად, ბურკინა ფასოს ნაკრები გახდა. ამ გუნდმა ნიგერიასთან 1:1 ითამაშა (გოლი ალენ ტრაორემ გაიტანა), შემდეგ კი ეთიოპიას 4:0 მოუგო (ტრაორემ დუბლი შეასრულა) და აფრიკის თასის ფინალურ ეტაპზე 19-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა - ბოლოს ბურკინა ფასოს 1998 წელს გვინეის ნაკრებთან ემარჯვა. ბოლო ტურში, ზამბიასთან ნათამაშები ფრის შემდეგ, პოლ პუტის (კამბოჯის დიქტატორ პოლ პოტში არ აგერიოთ) სამწყსო მეოთხედფინალში გავიდა, რაც ამ ნაკრების ისტორიაში სულ მეორედ მოხდა.
11 – ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა კომბინაციაში, რომელიც 19 გადაცემას მოიცავდა და გოლით დასრულდა. არაბეთის გაერთიანებული საემიროების გრანდმა "ალ აინმა" "აჯმანს" 4:0 მოუგო და ამ ოთხი გოლიდან ერთ-ერთი, რომელიც იუსუფ აჰმადმა ბურთთან პირველივე შეხებით გაიტანა, მართლაც საოცარი გამოდგა.
ამ მოგების წყალობით, "ალ აინმა" უახლოეს მდევართან სხვაობა 9 ქულამდე გაზარდა, ტურნირის დასრულებამდე კი 12 ტურია დარჩენილი. ემირატების ლიგის ლიდერს 14 ტურში 53 გოლი აქვს გატანილი (საშუალოდ 3,8), არადა, წინა სეზონში, როდესაც გუნდი ჩემპიონი გახდა, "ალ აინმა" ამაზე ერთით ნაკლები, 52 გოლი გაიტანა.
4 – გოლი ერთ შეხვედრაში. ორმა არგენტინელმა - მაურო იკარდიმ და ლიონელ მესიმ - შეძლო ის, რაც წლევანდელ სეზონში, ხუთ წამყვან ჩემპიონატში (ესპანეთი, ინგლისი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი), მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდა გაკეთებული. ეს ადამიანი რადამელ ფალკაო გახლავთ, ვინც დეკემბერში "დეპორტივოს" (6:0) ხუთი გოლი გაუტანა.
19 წლის იკარდი, რომელიც "სამპაში" 2011 წელს "ბარსელონადან" გადავიდა, საკუთარ გუნდს "პესკარას" განადგურებაში" დაეხმარა (6:0). აღსანიშნავია, რომ "სამპდორიამ" 5 გოლზე მეტი, "მარასიზე" 1997 წლის შემდეგ პირველად გაიტანა. მაშინ გენუელებმა "ნაპოლი" დაიბრიყვეს (6:3), ვინჩენცო მონტელამ ჰეთ თრიქი შეასრულა, რასაც იურგენ კლინსმანმა ორი გოლი დაუმატა.
მესიმ პოკერი "ოსასუნასთან" შეასრულა, "ბარსამ" კი 5:1 მოიგო. არგენტინელმა კრიშტიანო რონალდოს გაასწრო და გახდა ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც 21-ე საუკუნეში, ლა ლიგის ეგიდით, პოკერი სამჯერ შეასრულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კვირა ციფრებში: ფორვარდების რეკორდები და ბევრი არაზუსტი დარტყმა