აზარტული თამაშების მოყვარული ფეხბურთელები

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ იტალიურმა პრესამ ფაბიო ბორინის აზარტული თავგადასავლების შესახებ დაწერა. ისრაელში გასამართი ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე, ჯერ კიდევ ინგლისში ყოფნისას, "ლივერპულის" 22 წლის თავდამსხმელმა კაზინოში ორი საათის განმავლობაში რულეტზე 65 ათასი ფუნტი სტერლინგი წააგო.

დაწესებულების თანამშრომელთა ინფორმაციით ფეხბურთელი კაზინოს ღამის 3-დან 5-მდე სტუმრობდა, თუმცა მას რამდენიმე დღიანი შვებულება ჰქონდა და ღამის თენებისთვის ვერავინ დაძრახავს.

ჩვენი იტალიელი კოლეგების მიერ მომზადებულ მასალაში ვკითხულობთ, რომ სპორტსმენების უმრავლესობა ბოლო პერიოდში ონლაინ თამაშებს ანიჭებს უპირატესობას, რადგან ასე მათ ინკოგნიტოდ დარჩენა შეუძლიათ და ამგვარად პრესის
ყურადღებას არ იპყრობენ.

ბორინი ერთადერთი არ არის, ვინც აზარტს ჰყავს შეპყრობილი. ინგლისში ცნობილია "ნიუკასლის" მულტიმილიონერი მესაკუთრის მაიკ ეშლის გატაცების შესახებაც, ვისაც "გართობა" სოლიდური თანხები უჯდება. ცხადია, საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენელთა შორის ყველა წინასწარ განწირული არ არის. მაგალითად ტედი შერინგემი პოკერს პროფესიულ დონეზე თამაშობს. ის ევროპოკერის ტურებში ხშირად მონაწილეობს.

ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ბერტ ვან მარვიიკი ჯერ კიდევ აქტიური საფეხბურთო კარიერისას თამაშის ერთ-ერთ სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონიც კი გახდა.

შეიძლება გავიხსენოთ "ჩელსის", "სელტიკისა" და "მარსელის" ყოფილი ფეხბურთელი ტონი კასკარინო, ვისაც პოპულარული "პოკერ პართი" ტელევიზიით მიჰყავს ხოლმე და თუკი თამაშობს, საკმაოდ ხშირად წარმატებითაც. თუმცა ბანქოში ყოველთვის წარმატებული ვერ იქნები. ერთ-ერთი ასეთი ფეხის დაცდენა კასკარინოს მილიონი ევრო დაუჯდა.

ამასთან ხსენებადაც არ ღირს, რომ ჯერ კიდევ "ქუინზ პარკში" ასპარეზობისას ანტონ ფერდინანდმა 9 ათასი ევრო წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული