უეფამ ევრო 2016-ის ლოგო წარმოადგინა

AutoSharing Option
26 ივნისს პარიზში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ლოგო წარმოადგინეს, რომელსაც საფრანგეთი უმასპინძლებს.

ლოგოტიპი, რომელიც პორტუგალიურმა დიზაინერულმა სააგენტო Brandia Central-მა შექმნა, ეხმიანება კონკურსში წარმოდგენილ ტურნირის დევიზს - "ფეხბურთის ხელოვნების ზეიმი".

აღნიშნავენ, რომ ლოგოტიპში განსხვავებული მხატვრული მიმართულებები და საფეხბურთო ელემენტებია გაერთიანებული, რომლებიც ცენტრში განთავსებულ ანრი დელონეს თასს გარს აკრავს.

ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთში 2016 წლის 10 ივნისს დაიწყება და ზუსტად ერთ თვეს გასტანს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული