მსაჯმა აშშ-ის ნაკრების ფეხბურთელს მზის სათვალე წაართვა [VIDEO]

AutoSharing Option
აშშ-ის ნაკრების თავდამსხმელი ლენდონ დონოვანი შეეცადა, შუა თამაშში მზის სათვალე გაეკეთებინა, რომელიც მატჩის მსვლელობისას გულშემატკივრებმა მოედანზე ისროლეს.

ეს გუნდები ერთმანეთს 21 ივლისის საღამოს, კონკაკაფის ოქროს თასის 1/4-ფინალში ხვდებოდნენ. მატჩის მიწურულს დონოვანი კუთხურის შესასრულებლად ემზადებოდა, როდესაც მისი მიმართულებით მეტოქე გუნდის გულშემატკივრებმა ტრიბუნებიდან სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყეს - მათ შორის, პლასტმასის ჭიქებისა და სათვალის.

ფორვარდმა ძირს დაცემული სათვალე ხელში აიღო და გაკეთება დააპირა, მაგრამ მსაჯმა ამის ნება არ დართო.

აშშ-ისა და სალვადორის ნაკრებთა დაპირისპირება ბალტიმორში გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, 5:1 დასრულდა. დონოვანმა
თავად ერთი შეაგდო, სამჯერ კი საგოლე გადაცემა მიითვალა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ამ გამარჯვებით აშშ-ის ნაკრებმა ნახევარფინალში გააღწია, სადაც ჰონდურასის ნაკრებს დაუპირისპირდება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ურთიერთობას მექსიკისა და პანამის ნაკრებები გაარკვევენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული