თურქეთის ეროვნული ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა

AutoSharing Option
აბდულა ავჩიმ თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ფედერაციასთან შეთანხმების საფუძველზე დატოვა.

ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ნაკრების სუსტი ასპარეზობა გახდა. თურქები D ჯგუში მესამე ადგილზე არიან, უნგრეთს ოთხით, ხოლო ლიდერ ჰოლანდიას მთელი 11 ქულით ჩამორჩებიან.

ფეხბურთის ფედერაციამ მწვრთნელის პოსტი ფატიჰ თერიმს შესთავაზა, რომელიც ამჟამად "გალათასარაის" დამრიგებელია და კონტრაქტით კლუბთან კიდევ 4 წლით არის დაკავშირებული.

როგორც ირკვევა, თანხმობის შემთხვევაში, "იმპერატორი" "გალაშიც" დარჩება და ორი სამსახურის შეთავსებას ეცდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული