ევროპალიგის პლეი ოფის მატჩებში რასიზმის გამოვლენისთვის სულ სამი კლუბი დაჯარიმდა.
უნგრული "ჰონვედი" ორ მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს და 50 ათას ევროს გადაიხდის.
პოლონური "ლეხი" ევროთასების მორიგ მატჩს ნაწილობრივ უმაყურებლოდ ჩაატარებს, დაიხურება იქაური "ულტრასის" ტრიბუნა. ამავე დროს, პოზნანელები 5 ათას ევროს გადაიხდიან.
პოლონური "პიასტი" ისევე დაისაჯა, როგორც "ლეხი".