"ეკიპი": კრიშტიანო რონალდო მესიზე პოპულარულია

AutoSharing Option
ფრანგულმა სპორტულმა გამოცემა "ეკიპმა" ათი ყველაზე პოპულარული სპორტსმენის სია გამოაქვეყნა. ეს რეიტინგი შედგენილია Facebook-ზე ხელმომწერების რაოდენობის გათვალისწინებით.

პირველ ხუთეულში ოთხი ფეხბურთელია. ლიდერი გახდა "რეალის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდო, რომელმაც 12 მილიონი თაყვანისმცემლით გაუსწრო "ბარსელონას" ლიდერ ლიონელ მესის.

მესამე ადგილი დაიკავა დევიდ ბექჰემმა, რომელმაც სულ ახლახას დაასრულა აქტიური კარიერა.

ტოპ-ათეული სრულად ასე გამოიყურება:
1. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია, ფეხბურთი) - 60 274 869
2. ლიონელ მესი (არგენტინა, ფეხბურთი) - 48 000 104
3. დევიდ ბექჰემი (ინგლისი, ფეხბურთი) - 29 150 690
4. მაიკლ
ჯორდანი (აშშ, კალათბურთი) - 23 817 809
5. კაკა (ბრაზილია, ფეხბურთი) - 23 477 568
6. კობი ბრაიანტი (აშშ, კალათბურთი) - 16 693 216
7. ლებრონ ჯეიმსი (აშშ, კალათბურთი) – 14 802 829
8. ანდრეს ინიესტა (ესპანეთი, ფეხბურთი) – 14 357 223
9. ნეიმარი (ბრაზილია, ფეხბურთი) - 13 388 531
10. როჯერ ფედერერი (შვეიცარია, ჩოგბურთი) - 13 289 792

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
პირველ ათეულში ათი ფეხბურთელი მოხვდა? 1. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია, ფეხბურთი) - 60 274 869
2. ლიონელ მესი (არგენტინა, ფეხბურთი) - 48 000 104
3. დევიდ ბექჰემი (ინგლისი, ფეხბურთი) - 29 150 690
4. მაიკლ ჯორდანი (აშშ, კალათბურთი) - 23 817 809
5. კაკა (ბრაზილია, ფეხბურთი) - 23 477 568
6. კობი ბრაიანტი (აშშ, კალათბურთი) - 16 693 216
7. ლებრონ ჯეიმსი (აშშ, კალათბურთი) – 14 802 829
8. ანდრეს ინიესტა (ესპანეთი, ფეხბურთი) – 14 357 223
9. ნეიმარი (ბრაზილია, ფეხბურთი) - 13 388 531
10. როჯერ ფედერერი (შვეიცარია, ჩოგბურთი) - 13 289 7926 ფეხბურთელიას ათეულში, თუ სხვა ათეულზე არაა ლაპარაკი
nikasch
04:43 11-09-2013
0
ეს დაახლოებით იმას გავს: საბჭოთა კავშირში, გავრილოვი რო უფრო პოპულარული იყო ვიდრე ყიფიანი.
giorgi
11:45 11-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული