
ესენი იქნება: გაფრთხილება, ჯარიმა, პრემიების შეჩერება და ასევე, ჩემპიონთა და ევროპის ლიგიდან მოხსნა.
ასევე, საუბარია სახელფასო ზღვარზე: იმ შემთხვევაში, თუ კლუბი ფინანსური ფეარ პლეის წესს დაარღვევს და დადგენილ ნორმას, მაგალითად, 15 მილიონი ევროთი გადააჭარბებს, ჩემპიონთა ლიგის განაცხადიდან, სადაც 25 ფეხბურთელი შედის, მოიხსნება იმდენი ფეხბურთელი, რამდენის ხელფასის ჯამიც 15 მილიონ ევროს შეადგენს.
კლუბს კი შეუძლია, ამის შემდეგ განაცხადიდან 3 ფეხბურთელი გამოიყვანოს, რომელთაც წელიწადში 5
შეგახსენებთ, რომ ფეარ პლეის წესების თანახმად, კლუბს შეუძლია დახარჯოს ბილეთების გაყიდვიდან, ტელეუფლებებიდან, სპონსორული ხელშეკრულებებიდან და სხვა შემოსავლის წყაროებიდან მიღებული თანხა, პლუს 45 მილიონი ევრო. შემდეგ კი ეს თანხა 30 მილიონ ევრომდე დაიწევს, ხოლო 2018 წელს 5 მილიონი ევრო იქნება.
მომზადებულია Kicker-ის მიხედვით