"ოლიმპიაკოსის" ფეხბურთელი მოედანზე სიკვდილს გადაარჩინეს [VIDEO]

AutoSharing Option
"ოლიმპიაკოსის" თავდამსხმელმა მაიკლ ოლაიტანმა მატჩის დროს გონება დაკარგა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პირეაში 2 მარტს ბერძნული დერბი გაიმართა, სადაც "ოლიმპიაკოსმა" ათენის "პანათინაიკოსს" უმასპინძლა.

ინციდენტი პირველ ტაიმში მოხდა, როცა ნიგერიელი ფეხბურთელი უეცრად მოედანზე დაეცა. სამედიცინო პერსონალმა თავდამსხმელი მოედნიდან გაიყვანა და შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანა.

საავადმყოფოში 21 წლის ფეხბურთელი გონზე მოიყვანეს და საღამოსკენ მისი მდგომარეობა უკვე სტაბილური იყო.

გუნდებს შორის მატჩი "პანათინაიკოსის" გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული