სამაგიეროდ, ცნობილია, რომ დიდი აღიარებისთვის, კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესისთან ერთად, მიუნხენის "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერიც იბრძოლებს. ჩვენს წერილში მოგითხრობთ იმ ექვს მეკარეზე, რომლებიც სხვადასხვა დროს "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად იბრძოდნენ...
ლევ იაშინი
1963 წელს მოსკოვის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარემ "ოქროს ბურთი" მოიპოვა. იაშინმა ნამდვილი გადატრიალება მოახდინა მსოფლიო ფეხბურთში, დაამკვიდრა რა თვისებრივად ახალი სამეკარეო სტილი. გარდა ამისა, ეს ლეგენდარული გოლკიპერი ცნობილია "დინამოსადმი" განსაკუთრებული ერთგულებით.
დინო ძოფი
იტალიის ნაკრებისა და "იუვენტუსის" მეკარე ივო ვიკტორი
პრაღის "დუკლასა" და ჩეხოსლოვაკიის ნაკრების მეკარე 1976 წელს მესამე ადგილზე გავიდა. იმ წელს სანუკვარი ჯილდო ლეგენდარულმა გერმანელმა, ფრანც ბეკენბაუერმა მოიგო.ოლივერ კანი
გერმანელ გოლკიპერს ორჯერ შეეძლო "ოქროს ბურთის" მოგება - 2001 და 2002 წლებში. პირველ ჯერზე მას მაიკლ ოუენმა და რაულმა გაასწრეს, მეორე შემთხვევაში კი კანი რონალდოსა და რობერტო კარლოსს ჩამორჩა. გერმანული მედია მანუელ ნოიერს ოლივერ კანის ღირსეულ მემკვიდრედ მიიჩნევს.ჯანლუიჯი ბუფონი
2006 წელს ბევრი მიიჩნევდა, რომ ჯიჯის ალალად ეკუთვნოდა "ოქროს ბურთი", თუმცა მას იტალიის ნაკრებში მისმა პარტნიორმა და მეგობარმა, ფაბიო კანავარომ აჯობა.მანუელ ნოიერი
გერმანიის ნაკრების მეკარეს "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად ორი "უცხოპლანეტელის", კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის კონკურენციის დაძლევა მოუწევს. რა თქმა უნდა, ეს ურთულესი ამოცანაა, თუმცა მანუელს რამდენიმე კოზირი აქვს:უპირველეს ყოვლისა, ეს არის ამ ზაფხულს, ბრაზილიაში მოპოვებული მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი. მანუელმა დიდებულად ჩაატარა ოთხწლეულის უმთავრესი საფეხბურთო ტურნირი და ბევრის აზრით, სწორედ ის იყო მთავარი ვარსკვლავი გერმანიის ნაკრებში, რომელიც ისედაც არ უჩიოდა ვარსკვლავების ნაკლებობას.
მეორეც - ნოიერი დღევანდელ ფეხბურთში ახალ სამეკარეო სტილს ამკვიდრებს და ამავე დროს, არანორმალურად სტაბილურია.
მესამე - თანამედროვე ფეხბურთში იშვიათია, უკეთ რომ ვთქვათ, არ არსებობს მეკარე, რომელიც ლიდერის თვისებებით იყოს დაჯილდოებული.
ნოიერის აღიარება დასტური იქნება იმისა, რომ თანამედროვე ფეხბურთი მხოლოდ მესი და რონალდო არ არის. თავად მანუელი ამბიციების ნაკლებობას არ უჩივის და ამბობს, რომ მომავალ მუნდიალზეც ოქროს მედლის მოპოვება აქვს განზრახული.
და ერთიც: გერმანელი კიპერი მშვიდი ადამიანია და ის არასოდეს ეხვევა სკანდალებში.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. წინასწარი ინფორმაციით, მესი და რონალდო ფავორიტები კი არიან, თუმცა შანსი ნოიერსაც აქვს.
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"