კრიშტიანო რონალდო პორტუგალიის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო გულშემატკივრებმა პორტუგალიის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

გამოკითხვა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის 100 წლისთავის ღონისძიების ფარგლებში გაიმართა და გულშემატკივრებს ხმის მიცემა ინტერნეტში შეეძლოთ.

თავად რონალდო ცერემონიას ვერ დაესწრო, რადგან მადრიდის "ატლეტიკოსთან" ესპანეთის თასის 1/8-ფინალური მატჩისთვის ემზადება.

ფეხბურთელის სახელით, ჯილდო მისმა აგენტმა ჟორჟე მენდეშმა მიიღო.

"როგორც პორტუგალიელი, ვამაყობ, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს ასეთი ფეხბურთელი. საუბარია ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენზე", - თქვა მენდეშმა.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბატონებო
ნეტა მართლა 15 წლის ვიყო და ახლა ვიწყებდე საფეხბურთო კარიერას.სინამდვილეში კი 43 წლის B ლიცენზიის მქონე მწვრთნელი ვარ და დამიჯერეთ კარგად ვიცი ფეხბურთის ისტორიაც და მისი განვითარების საფეხურები.რაც შეეხება ეუსებიოს ამ მოზამბიკელ ბიჭს ერთი დიდი ნაკლი ჰქონდა- ის სირბილის დროს მოედანს მთლიან ტერფს აბიჯებდა რის გამოც სისწრაფეს კარგავდა მაგრამ 60-იან წლებში იმდენად დაბალი ტემპი იყო რომ მაინც გენიალური ფეხბურთელი იყო.დინამოს ვეტერანებს კულუარულ საუბრებში ხშირად უთქვამთ რომ ხანდახან თამაშზე პირდაპირ რესტორნიდან წასულან.ხოლო კითხვას თუ ვინ იყო რონალდო 23 წლის ასაკში არ უნდა სვამდეთ იმიტომ რომ 2008 წელს ის მსოფლიოს ნომერ პირველი ფეხბურთელი გახდა და ოქროს ბურთი და ოქროს ბუცი ერთად მოიგო.ისე ჩვენში დარჩეს და თქვენ მესის თინეიჯერი ფანები ხომ არა ხართ? თუ ასეა ჩვენ თანამოაზრეები ვყოფილვართ იმიტომ რომ ჩემს კოლეგებთან სულ ვკამათობ რომ მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.ფეხბურთს კი კამათი ძალიან უხდება იმიტომ ის ამოუწურავი თემაა.
svansky
21:23 15-01-2015
0
svansky
რონალდო ვინ იყო 23 წლის ასაკში?
სწორი შენიშვნა მოგცეს
Ingram
20:10 15-01-2015
0

სიახლეები პოპულარული