კვიპროსელი მსაჯის აფეთქება მეორედ სცადეს

AutoSharing Option
კვიპროსელი არბიტრის, თომას მუსკოს სახლში ბომბი აფეთქდა.

თავად მსაჯი იქ არ იმყოფებოდა და საბედნიეროდ, უვნებლად გადარჩა მისი 60 წლის დედაც, რომელიც მეორე სართულზე გახლდათ და ამან უშველა.

კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციამ ამ ფაქტს "სილაჩრის გამოვლინება" უწოდა, ხოლო პოლიციას უკვე დაწყებული აქვს გამოძიება.

სხვათა შორის, მუსკოს სახლს ყუმბარა მაისშიც ესროლეს, რომელიც არ აფეთქდა. არადა, იდეაში, ბოლო პერიოდში მისი სახლი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა, რადგან მას ემუქრებოდნენ.

საქმე ის არის, რომ 12 იანვარს, "აპოლონსა" და "ოთელოსს" შორის პირველი დივიზიონის შეხვედრის საწყის 22 წუთში
არბიტრმა პენალტი დანიშნა და წითელი ბარათიც გამოიყენა. ამჟამად კვიპროსში მატჩების ჩაწყობასთან დაკავშირებული სკანდალიც მძვინვარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული