42 წლის პორტუგალიელი ყველას ჰპირდება, რომ თუ მას აირჩევენ ზეპ ბლატერის ნაცვლად, ფიფა ბევრად უფრო ეფექტურად და გლობალურად ამუშავდება. მან აღნიშნა, რომ ფინანსებს გამჭვირვალედ და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისე გაანაწილებს, რომ ყველა ქვეყანას დაეხმაროს პროგრესში.
გარდა ამისა, იგი მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებების რაოდენობის 48-მდე გაზრდის ვარიანტს განიხილავს, რაც მისი აზრით, ფეხბურთის პოპულარიზაციას და გასაჭირში მყოფი ქვეყნების განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი